Tuesday, June 23, 2015

13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შესახებ პატრიარქის ქადაგების გაგებისათვის

ალბათ “ლიბერალები” და “ზილოტები” (“ზედმეტად” მართლმადიდებლები) ერთხმად დამესხმებიან თავს… მაგრამ მე მაინც ორიოდ სიტყვით, გავბედავ და ჩემი აზრით განვმარტავ იმას, თუ როგორ უნდა გაგვეგო პატრიარქის შეგონება; პატრიარქმა არ თქვა, ღმერთმა დასაჯა გარდაცვლილებიო, მან იგულისხმა რომ ცოდვის ნაყოფი არის ჩვენი დღევანდელი ტრაგედია, რომ "ბოლშევიკები" შეცდნენ, როცა გადაადნეს ეკლესიის ზარები და ზოოპარკი დაარსეს… ცოდვა ცდომილებაა, ასე ვთქვათ, მიზანში აცდენა, ხოლო მიზანს რაც სცდება, ის უკვე ინერციით მიდის, ინერცია კი შემთხვევითობებს არ გამორიცხავს, ასე რომ ცოდვის შედეგი რომ ყოველთვის მძიმეა, ეს შეგვაგონა პატრიარქმა და მიგვანიშნა ირიბად ისიც, რომ არ დავემსგავსოთ ჩვენც იმ "ბოლშევიკებს"... განა რა არის აქ ახალი და გაუგებარი იმაში, რომ ვთქვათ: “ჩვენი ცოდვების გამო გვეწვია უბედურებათქო?”… თუნდაც ჩვენი წინაპრების ცოდვების გამო..? როგორც ტალახით აშენებული სახლი ვერ გაძლებს დიდხანს, ისე ცოდვით ნამოქმედარიც დაინგრევა, ჩამოიშლება, ღმერთის ჩაურევნელად… …აქვე მინდა ვუთხრა იმ ადამინებსაც, ვინც კი ფიქრობს, რომ ღმერთმა დასაჯა უდანაშაულო ადამიანები გარდაცვალებით. (საერთოდ გაუგებარია, ქრისტიანისთვის, რატომ უნდა ნიშნავდეს ადამიანის წუთისოფლიდან გასვლა, ყოველთვის და აუცილებლად, მის უპირობო დასჯას, იქნებ ანგელოზებად, გაიყვანა ისინი ღმერთმა ამქვეყნიდან..? რა, დაგვავიწყდა, რომ სიკვდილი მოიკლა?) ..დიახ, ღმერთია განმკითხველი, განმსჯელი და მწყალობელი ქვეყნიერების, მაგრამ თქვენი მოწოდება და თითის დაქნევა თქვენივე თანამოძმეების მიმართ, “ჭკვიანად იყავით, თორემ ღმერთი დაგსჯისო” თქვენსავე ამპარტავნებას წარმოაჩენს, ვინაიდან თქვენ ზუსტად არ იცით ღმერთის განგება როგორია და იბრალებთ რომ გესმით და თავს უფლებას აძლევთ, ასეთი მოვლენები, კადნიერად შეაფასოთ. ასეთი განხცადებების გაკეთებისას მეტი მოკრძალებაა საჭირო, “ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?” (კორ. 1. 6,2) თუ კი ის ვიცით, რომ ცოდვა მოგვეკითხება, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ წმინდა წერილიდან, რომ “..შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. ..” (ეზეკ. 18, 20)… ასე რომ დავმშიდდეთ, საკუთარი თავს ჩავუღრმავდეთ და იქედან ერთმანეთისაკენ შემხვედრი, თანმხვედრი, გზები ვიპოვოთ, შემრიგებლური, მოსიყვარულეები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ… აქვე დავამატებდი იმასაც, რომ პატრიარქის შეგონება, მორწმუნეთათვის არ უნდა იყოს, “უბრალოდ” თეოლოგიური აზრების მოსმენა, ყურში “გასატარებლად”, არამედ ღრმად უნდა გავაანალიზოთ, მისი ყოველი სიტყვა წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის შუქზე და თუ რამე კატასტროფულ შეცდომას არ უშვებს., და მგონი აშკარაა, რომ არ უშვებს ის... უნდა შევისმინოთ ეკლესიის მწყემსმთავრის... უბრალოდ ერთ ტენდენციას აღვნიშნავ, ამ ბოლო დროს ძალიან დიდი აგრესიით უტევენ ეკლესიას და პატრიარქს, რაც ბევრ მორწმუნეზე ცუდ გავლენას ახდენს, მაგალითად; ვინმე "თეოლოგი" მსხალაძე, ხაშაძე, ან ყაურმაშვილი, ( ☺ აფსუს..! იოანე მახარებელიც თეოლოგად იწოდება) დაპოსტავს ფბ-ზე წმინდა მამათა ტექსტებიდან პატრიარქისა და სხვა სასულიერო იერარქების "მამხილებლობის" “მტკიცებულებების” კორიანტელს და იქედნურად დაგაჯეროს უნდა, რომ შენი პატრიარქი ცუდია, ან ეკლესია სამოქალაქო საზოგადოების პროგრესზე ცუდად მოქმედებს... ძალიან რთულია ასეთ "მცოდნეებთან" საუბრის გამართვა, იმიტომ რომ ცოდნას ცხონებისთვის არ დაწაფებულან ასეთები… მათთვის მთავარი დისკუსიაში გამარჯვებაა... მათთვის რწმენა "საიდუმლო" არაა, მათთვის რწმენა ერთერთი "დარგია" მეცნიერების... მე ვფიქრობ, საერთოდ, რომ ღრმა საღვთისმეტყველო თემებზე მსჯელობა, ჩვენი პრეროგატივა არაა და ამისათვის სულიერად უფრო დაწინაურებულებს უნდა დავეკითხოთ, ვისაც გამოცდილება აქვს, ვისაც გასაჭირი გამოუვლია, ვისაც ტკივილი განუცდია ცხოვრებაში, ვინც თანაგრძნობა იცის და ვინც დღესაც სულიერ ღვაწლშია... …"ზედმეტად" ნაკითხი თავხედები კი, და ჩვენსავით სამარხო კატლეტებზე მოფიქრალი მორწმუნეები, ვერ განსჯიან სწორად ღრმა სულიერ საკითხებს.. ამისათვის მადლია საჭირო.. ნამდვილი მადლი, რომელიც გამოცდილებით და შრომით, ტანჯვით მოდის ადამიანზე… ახლა კი რატომ უნდა დავუჯეროთ ჩვენს პატრიარქს . . ..წმინდა ეკლესია, როგორც იცით, არ ხელმძღვანელობს მხოლოდ წმინდა წერილით და არც მხოლოდ სჯულის კანონით, არამედ ეკლესიაში “სული ცხოველი”, “სული უფლისა” წინამძღვრობს… ერთერთი მიზეზით, ამიტომაცაა ცოცხალი ჩვენთვის ღვთის სიტყვა, რადგანაც ეკლესიისგან და მასში დადგენილი იერარქებისგან ვიგებთ მის ძალას… რომ არ არსებობდეს ეკლესია, ვერ აცხონებდა ადამიანს, ვერც წმინდა წერილი, ვერც სჯულის კანონი და ვერც რომელიმე წმინდანის სიტყვები… ამიტომ, ყოველთვის დიდი მოწიწება და რიდი გვმართებს როდესაც პატრიარქის სიტყვებს ვისმენთ... რადგანაც შემთხვევითი არაა ის, რომ თითქმის ნახევარი საუკუნეა უკვე, იგი რაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსმთავრია… და ამ ურთულეს პერიოდში, მას თითქოს ბეწვის ხიდზე გამოჰყავს საქართველო… ბოლოთქმის ნაცვლად კი იმასაც ვიტყვი, რომ მოდის დრო და უკვე აქ არის, დაიწყება დევნა ეკლესიის და დაიჭერს საცერს უფალი ხელში… ვინც ფულისთვის მოვიდა… ფულთან წავა… ვინც პოპულარობას ეძებს, პოპულარობა წაიყვანს… ვინ სიყვარულისთვის მოვიდა სიყვარულთან დარჩება… ვინც ქვეყნიური დიდებისთვის მოვიდა, ქვეყნიურ დიდებას გაყვება.. ვინც სისასტიკეს და შეუწნარებლობას ატარებს გულში მას ფანატიზმი დაიმონებს… ვინც ქრისტესთვის მოვიდა, ქრისტე მოვა მასთან და ანუგეშებს, გაანთავისუფლებს… გმადლობთ…

No comments:

Post a Comment