Tuesday, June 23, 2015
13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შესახებ პატრიარქის ქადაგების გაგებისათვის
ალბათ “ლიბერალები” და “ზილოტები” (“ზედმეტად” მართლმადიდებლები) ერთხმად დამესხმებიან თავს… მაგრამ მე მაინც
ორიოდ სიტყვით, გავბედავ და ჩემი აზრით განვმარტავ იმას, თუ როგორ უნდა გაგვეგო პატრიარქის შეგონება; პატრიარქმა არ თქვა, ღმერთმა დასაჯა გარდაცვლილებიო, მან იგულისხმა რომ ცოდვის ნაყოფი არის ჩვენი დღევანდელი ტრაგედია, რომ "ბოლშევიკები" შეცდნენ, როცა გადაადნეს ეკლესიის ზარები და ზოოპარკი დაარსეს… ცოდვა ცდომილებაა, ასე ვთქვათ, მიზანში აცდენა, ხოლო მიზანს რაც სცდება, ის უკვე ინერციით მიდის, ინერცია კი შემთხვევითობებს არ გამორიცხავს, ასე რომ ცოდვის შედეგი რომ ყოველთვის მძიმეა, ეს შეგვაგონა პატრიარქმა და მიგვანიშნა ირიბად ისიც, რომ არ დავემსგავსოთ ჩვენც იმ "ბოლშევიკებს"... განა რა არის აქ ახალი და გაუგებარი იმაში, რომ ვთქვათ: “ჩვენი ცოდვების გამო გვეწვია უბედურებათქო?”… თუნდაც ჩვენი წინაპრების ცოდვების გამო..? როგორც ტალახით აშენებული სახლი ვერ გაძლებს დიდხანს, ისე ცოდვით ნამოქმედარიც დაინგრევა, ჩამოიშლება, ღმერთის ჩაურევნელად…
…აქვე მინდა ვუთხრა იმ ადამინებსაც, ვინც კი ფიქრობს, რომ ღმერთმა დასაჯა უდანაშაულო ადამიანები გარდაცვალებით. (საერთოდ გაუგებარია, ქრისტიანისთვის, რატომ უნდა ნიშნავდეს ადამიანის წუთისოფლიდან გასვლა, ყოველთვის და აუცილებლად, მის უპირობო დასჯას, იქნებ ანგელოზებად, გაიყვანა ისინი ღმერთმა ამქვეყნიდან..? რა, დაგვავიწყდა, რომ სიკვდილი მოიკლა?) ..დიახ, ღმერთია განმკითხველი, განმსჯელი და მწყალობელი ქვეყნიერების, მაგრამ თქვენი მოწოდება და თითის დაქნევა თქვენივე თანამოძმეების მიმართ, “ჭკვიანად იყავით, თორემ ღმერთი დაგსჯისო” თქვენსავე ამპარტავნებას წარმოაჩენს, ვინაიდან თქვენ ზუსტად არ იცით ღმერთის განგება როგორია და იბრალებთ რომ გესმით და თავს უფლებას აძლევთ, ასეთი მოვლენები, კადნიერად შეაფასოთ.
ასეთი განხცადებების გაკეთებისას მეტი მოკრძალებაა საჭირო, “ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?” (კორ. 1. 6,2) თუ კი ის ვიცით, რომ ცოდვა მოგვეკითხება, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ წმინდა წერილიდან, რომ “..შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. ..” (ეზეკ. 18, 20)…
ასე რომ დავმშიდდეთ, საკუთარი თავს ჩავუღრმავდეთ და იქედან ერთმანეთისაკენ შემხვედრი, თანმხვედრი, გზები ვიპოვოთ, შემრიგებლური, მოსიყვარულეები გავხდეთ ერთმანეთის მიმართ…
აქვე დავამატებდი იმასაც, რომ პატრიარქის შეგონება, მორწმუნეთათვის არ უნდა იყოს, “უბრალოდ” თეოლოგიური აზრების მოსმენა, ყურში “გასატარებლად”, არამედ ღრმად უნდა გავაანალიზოთ, მისი ყოველი სიტყვა წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის შუქზე და თუ რამე კატასტროფულ შეცდომას არ უშვებს., და მგონი აშკარაა, რომ არ უშვებს ის... უნდა შევისმინოთ ეკლესიის მწყემსმთავრის...
უბრალოდ ერთ ტენდენციას აღვნიშნავ, ამ ბოლო დროს ძალიან დიდი აგრესიით უტევენ ეკლესიას და პატრიარქს, რაც ბევრ მორწმუნეზე ცუდ გავლენას ახდენს, მაგალითად; ვინმე "თეოლოგი" მსხალაძე, ხაშაძე, ან ყაურმაშვილი, ( ☺ აფსუს..! იოანე მახარებელიც თეოლოგად იწოდება) დაპოსტავს ფბ-ზე წმინდა მამათა ტექსტებიდან პატრიარქისა და სხვა სასულიერო იერარქების "მამხილებლობის" “მტკიცებულებების” კორიანტელს და იქედნურად დაგაჯეროს უნდა, რომ შენი პატრიარქი ცუდია, ან ეკლესია სამოქალაქო საზოგადოების პროგრესზე ცუდად მოქმედებს... ძალიან რთულია ასეთ "მცოდნეებთან" საუბრის გამართვა, იმიტომ რომ ცოდნას ცხონებისთვის არ დაწაფებულან ასეთები… მათთვის მთავარი დისკუსიაში გამარჯვებაა... მათთვის რწმენა "საიდუმლო" არაა, მათთვის რწმენა ერთერთი "დარგია" მეცნიერების...
მე ვფიქრობ, საერთოდ, რომ ღრმა საღვთისმეტყველო თემებზე მსჯელობა, ჩვენი პრეროგატივა არაა და ამისათვის სულიერად უფრო დაწინაურებულებს უნდა დავეკითხოთ, ვისაც გამოცდილება აქვს, ვისაც გასაჭირი გამოუვლია, ვისაც ტკივილი განუცდია ცხოვრებაში, ვინც თანაგრძნობა იცის და ვინც დღესაც სულიერ ღვაწლშია...
…"ზედმეტად" ნაკითხი თავხედები კი, და ჩვენსავით სამარხო კატლეტებზე მოფიქრალი მორწმუნეები, ვერ განსჯიან სწორად ღრმა სულიერ საკითხებს..
ამისათვის მადლია საჭირო.. ნამდვილი მადლი, რომელიც გამოცდილებით და შრომით, ტანჯვით მოდის ადამიანზე…
ახლა კი რატომ უნდა დავუჯეროთ ჩვენს პატრიარქს . .
..წმინდა ეკლესია, როგორც იცით, არ ხელმძღვანელობს მხოლოდ წმინდა წერილით და არც მხოლოდ სჯულის კანონით, არამედ ეკლესიაში “სული ცხოველი”, “სული უფლისა” წინამძღვრობს… ერთერთი მიზეზით, ამიტომაცაა ცოცხალი ჩვენთვის ღვთის სიტყვა, რადგანაც ეკლესიისგან და მასში დადგენილი იერარქებისგან ვიგებთ მის ძალას… რომ არ არსებობდეს ეკლესია, ვერ აცხონებდა ადამიანს, ვერც წმინდა წერილი, ვერც სჯულის კანონი და ვერც რომელიმე წმინდანის სიტყვები… ამიტომ, ყოველთვის დიდი მოწიწება და რიდი გვმართებს როდესაც პატრიარქის სიტყვებს ვისმენთ...
რადგანაც შემთხვევითი არაა ის, რომ თითქმის ნახევარი საუკუნეა უკვე, იგი რაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსმთავრია… და ამ ურთულეს პერიოდში, მას თითქოს ბეწვის ხიდზე გამოჰყავს საქართველო…
ბოლოთქმის ნაცვლად კი იმასაც ვიტყვი, რომ მოდის დრო და უკვე აქ არის, დაიწყება დევნა ეკლესიის და დაიჭერს საცერს უფალი ხელში…
ვინც ფულისთვის მოვიდა… ფულთან წავა…
ვინც პოპულარობას ეძებს, პოპულარობა წაიყვანს…
ვინ სიყვარულისთვის მოვიდა სიყვარულთან დარჩება…
ვინც ქვეყნიური დიდებისთვის მოვიდა, ქვეყნიურ დიდებას გაყვება..
ვინც სისასტიკეს და შეუწნარებლობას ატარებს გულში მას ფანატიზმი დაიმონებს…
ვინც ქრისტესთვის მოვიდა, ქრისტე მოვა მასთან და ანუგეშებს, გაანთავისუფლებს…
გმადლობთ…
Thursday, April 30, 2015
წუთისოფელზე
"..თუ ქრისტესი ხარ, უმჯობესია შენთვის ჩაგრული იყო, ვიდრე მჩაგვრელი, მოკლული იყო ვიდრე მკვლელი… შეუძლებელია იქ იპოვო სამართალი, სადაც ერთს სიღარიბე კლავს - მეორეს სიმაძღრე..".
("გზამკვლევი არაამსოფლიურთათვის" დ. ლინდგრენი)
Sunday, February 1, 2015
მოძღვრის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება
"როდესაც მთაზე ასულმა მოსემ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე გაატარა მარხვასა და სიმდაბლეში (II რჯ 9,9; გამ. 34, 28), ღმერთმა უთხრა მას: ”ჩადი აქედან მალე, რადგან რჯული დაარღვია შენმა ხალხმა, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მსწრაფლ გადადრკენ იმ გზიდან, რაც ვამცნე მათ და კერპები შექმნეს თავისთვის” (II რჯ. 9,12; გამ. 32, 7-8). და თქვა უფალმა მის მიმართ: ”გითხარი შენ და ვთქვი ერთგზის და ორგზის: ვიხილე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია. მაცალე, მოვსპო ისინი, და აღვხოცავ მათ სახელს ცის ქვეშეთიდან, შენ კი გაქცევ დიდ და საკვირველ ხალხად, უფრო დიდად ვიდრე ეს არის” (II რჯ.9, 13-14;გამ. 32,10). და უთხრა მოსემ: ”არა უფალო, მიუტევე ამ ხალხს ცოდვა, ან მეც ამომშალე ცოცხალთა წიგნიდან” (გამ. 32,32). ჰოი დიდო სიყვარულო! ჰოი, უძლეველო სრულქმნილებავ! მონა თავისუფლად ლაპარაკობს უფალთან, მიტევებას ევედრება მრავალთათვის, ან კი იმას ითხოვს, რომ თვით ისიც მოისპოს მათთან ერთად."
ეს არის მაგალითი, ყველა ქრისტიანისთვის, მოძღვრისათვის თუ მორჩილისთვის, თუ როგორი ქომაგი უნდა იყოს თავისი ხალხის... არა აქვს მნიშნელობა რა ცოდვაშია შენი ახლობელი თუ შენი ოჯახის წევრი, შენი ვალია ღვთის წინაშე თავდებად დაუდგე მას, იყო ქომაგი და გულშემატკივარი მისი, რადგანაც სწორედ ესაა იმ ძირითადი მისიის მსგავსი ღწვა რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა კაცობრიობის გამოსახსნელად… ის ჩვენ დაგვიდგა თავდებად, როგორც ღმერთკაცი, მამაზეციერის წინაშე, მიუხედავად ჩვენი უღირსობისა, ჩვენი დაცემულობისა… ესაა მშობლიური სიყვარული, ყველაზე აღმატებული სიყვარული, რომელსაც ღმერთი ჰქვია და რომლის წყალობითაც სულდგმულობს ყოველი იძვრისი მთელ სამყაროში...
მოსემ განა მიატოვა, თავისი ხალხი მიუხედავად იმისა რომ აშკარად სცოდავდნენ ისინი ღვთის წინაშე და მოსეს წინაშეც, არამედ მან თავი დასდო მათთვის, მათ გამოსახსნელად, განა მიატოვა თავისი ცხვრები, როდესაც მგელი (ეშმაკი) დაესხა თავს მის ფარას, არამედ უფრო მეტად გამოესარჩლა, უფრო მეტად გამოექომაგა მათ… ამიტომ აღმოიტყვის ღვთის დიდებას მოციქულებრივი მამა წმინდა კლიმენტი რომაელი, შეძახილით: “ჰოი დიდო სიყვარულო! ჰოი, უძლეველო სრულქმნილებავ! მონა თავისუფლად ლაპარაკობს უფალთან, მიტევებას ევედრება მრავალთათვის, ან კი იმას ითხოვს, რომ თვით ისიც მოისპოს მათთან ერთად.”
ამის გაგრძელებაა ის სახარებისეული ჭეშმარიტებაც, რომ
"კეთილი მწყემსი თავის სულს დასდებს ცხვრებისათვის… ხოლო ..ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს” და გაიქცევა…
ამიტომაც ჭეშმარიტ მოძღვარს სწორედ მაშინ შეიცნობ, როდესაც დაინახავ რომ ის ყველაზე ცოდვილს, დაწუნებულსა თუ დაწიხლულს წუთისოფლისგან, გამოექომაგება და დაიცავს შეურაცხყოფისაგან…
ჭეშმარიტი მოძღვარი ზუსტადაც რომ შემრიგებელია ღმერთთან ცოდვილი ადამიანისა… შემწყნარებელი ადამიანთა სისუსტეებისა და არა დამსჯელი ან განმსჯელი ადამიანისა…
ძმაო ჩემო ეკლესია არაა მხოლოდ ცემენტი და აგური, ან თუნდაც კანონი და ისტორია, ეკლესია სულთა სავანეა, რომელსაც მარადის ცოცხალი უფალი წინამძღვრობს ...
მღვდელი დევიდ ასტრიდისი ტოკიო 2015 წელი
Monday, August 25, 2014
რომ ეკლესიას "ცოცხალი სული" წინამძღვრობს
"რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს." (2 კორ. 3,6)
..არა მხოლოდ წმინდა წერილით და არც მხოლოდ სჯულის კანონით ხელმძღვანელობს ეკლესია,
არამედ ეკლესიაში “სული ცხოველი”, “სული უფლისა” წინამძღვრობს… ამიტომაა ცოცხალი მარად ჩვენთვის ღვთის სიტყვა, რადგანაც ეკლესიისგან ვიგებთ მის ძალას…
რომ არ არსებობდეს ეკლესია, ვერ აცხონებდა ადამიანს, ვერც წმინდა წერილი, და ვერც სჯულის კანონი…
მხოლოდდამხოლოდ ის, რომ ადამიანს შეუძლია მივიდეს ეკლესიაში და კურთხევა აიღოს სასულიერო პირისგან, უდიდესი წყალობაა ღვთისა.. რომ აღარაფერი ვთქვათ აღსარებაზე, ზიარებაზე… ანუ ადამიანი პირდაპირ კავშირს ამყარებს ცოცხალ ღმერთთან მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით… ესაა ზეცის სადგური დედამიწაზე…
აბა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ მარტო “ხელითწერილი” კანონები, ან თუნდაც მხოლოდ წმინდა წერილი გვქონოდა… ვინ იქნებოდა ჩვენი შემწე? ვისღა ვეტყოდით აღსარებას?
დიახ, სწორედ “სული ცხოველი” ცოცხალ ადამიანთა საკრებულოშია დავანებული, იქ სადაც მღვდელმთავარია ქრისტესი და სამწყსო მისი…
ეს უდიდესი ძღვენია ღვთისაგან ბოძებული ადამიანთა მოდგმისათვის. მან ღვთაებრივი ძალაუფლება ცოდვათა მოტევების, ადამიანთა მოდგმას გადასცა, რათა მათით ემოქმედა ჩვენი სულების გადასარჩენად. რადგან ადამიანი როდესაც სცოდავს, იგი თავისივე ბუნების მიმართ სცოდავს და შეუძლებელია იგი თავადვე გახდეს საკუთარი ცოდვების მიმტევებელი, ეს იგივეა საკუთარი თავი ასწიო შენივე ხელებით.
აღსარება დიდი საიდუმლოა და მისით შეიცნობა კავშირი ღმერთთან ადამიანისა… აღსარებისას ღმერთი, უხილავად მყოფობს, როგორც სული; მღვდელმსახური ხილულად როგორც კაცი; და მონანული ცოდვილი ღვთაებრივისა და კაცებრივი ბუნებების წინაშე შენდობას იღებს. რადგანაც კაცს არა აქვს ბუნებითად ცოდვათა მიტევების ხელმწიფება და ღმერთი აძლევს მას ამ ძალაუფლებას, ამრიგად ღმერთი და კაცი იბარებს აღსარებას და ცოდვებს უტევებს ადამიანს.
ბედნიერია აღმსარებელი ადამიანი, რადგან სიკვდილის მიზეზს სიცოცხლე აქრობს… “სული წმინდა” და “სული ცხოველი” დროში უკვალოდ მის ცოდვებს წარხოცს.. სამარადჟამოდ…
ამიტომაც ეკლესიის გარეშე სიცოცხლეს აზრი ეკარგება, რადგან იქაა ნამდვილი სიცოცხლე, სწორედ ამიტომ ამბობს წმ. კვიპრიანე კართაგენელი შესანიშნავად; “ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის ღმერთი არაა მამა ”
იარეთ ეკლესიაში, ჩემო კარგებო, ნუ დაიგვიანებთ… იოლი არაა მაგრამ იპოვეთ მოძღვარი, კეთილგონიერი მამაცი, პატიოსანი და მამასავით მშობლიური… ჩაჰკიდეთ ხელი და ნუღარაფერი შეგაშინებთ…
2014 წელი, კარსონ სითი, ნევადა,
არქიმანდრიტი იოანე კავსაძე
Thursday, August 21, 2014
რომ სიყვარული სჯულის აღსრულებაა
“...რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ მიხვდეს "ქრისტიანი",
რომ ჯვარცმულის "სისუსტე", ჯვარმცმელთა "ძლიერებაზე" მაღლა დგას, რომ შემწყნარებლობა სისასტიკეზე მაღლაა, რომ წყალობა სამართალზე,
სიხარული მწუხარებაზე,
თანალმობა გულგრილობაზე,
ნუგეში სასოწარკვეთაზე,
გლახაკთმოყვარეობა მდიდართმოყვარეობაზე,
უბრალოება დიდებისმოყვარეობაზე,
უპოვარება ვერცხლისმოყვარეობაზე,
პატიოსნება მექრთამეობაზე,
სიცოცხლე სიკვდილზე
და რომ აღდგომა თვით სიცოცხლეზე მაღლაა…
რომ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი სჯულზე მაღლა დგას… ?!!
ქრისტეზე მეტმა ვინღა უნდა გვითხრას ეს ჩვენ..?!
დაარღვიეთ!!! ..დაარღვიეთ და გადაყარეთ ძველი ტიკები "მორწმუნენო”!!! და ჩაასხით სუფთა ღვინო ახალ ტიკებში... და ნუღარ მიუჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს ცრუდ და ფლიდურად … და შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც დედებს უყვართ შვილები.. როგორც ქრისტეს უყვარს ადამიანი… როგორც იოანეს უყვარს ღმერთი - ჯვარცმული ჩვენთვის…
ამით "სცნან წარმართთა" რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ, ამით "სცნან ყოველთა" რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!!!”
ნუ შეშინდებით!!! უფალი ჩვენი ქრისტე ღმერთია!!!
მღვდელი დევიდ ლინდგრენი
წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია
ანაჰაიმი, კალიფორნია 2014
თანაგრძნობაზე
შენ შეიძლება ლოცვებს კითხულობ,
სანთლებს ანთებ და წმინდა წერილი ზეპირად იცი,
შეიძლება,
"მოწყალებას" გასცემ, მოყვასიც გიყვარს და არავის არ ვნებ, შეიძლება,
ტკბილადაც გალობ და ზედმიწევნით ზუსტად იცავ ყველა კანონს,
არაფერს არღვევ…
იმარხავ "ორგზის", ლოცულობ "ოთხგზის" და ზეთს იცხებ "ოცგზის"...
შეიძლება,
ეკლესიაშიც, ყველაზე ადრე, შენ მიდიხარ და ანთებ კანდლებს, გულსაც იჩუყებ სიკეთის ქმნაზე და ვერ იკავებ ცრემლებს თვალზე…
მაგრამ თანაგრძნობა და თანალმობა მეგობრისა, თუ შენში არ ზის, შენ ვერ ყოფილხარ ქრისტიანი და ასე რა გრჯის…(!?)
(მღვდელი დევიდ ლინდგრენი, თარგმანი - იოანე კ.)
თუ კი ქრისტიანს არ გააჩნია თანაგრძნობა და თანალმობა მოყვასის, მწუხარებასა ან თუნდაც სიხარულში, ძნელია მას ქრისტეს მიმდევარი ეწოდოს…
რადგანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სწორედ თანამლმობელი და თანაგანმცდელი გახდა ჩვენი ყოფის, ჩვენი გაჭირვების…
შიშვლები ვიყავით და შეგვმოსა,
მშივრები ვიყავით და დაგვაპურა,
მწყურვალები ვიყავით და წყალი გვასვა,
ციხეში ვიჯექით დამნაშავენი და ისიც, უდანაშაულო, ციხეში ჩაჯდა ჩვენი გულისთვის…
ის ჩვენს ყოფაში შემოვიდა და თანაგანიცადა ჩვენი დაცემები და ტკივილები, უცოდველად.. მან ივნო არა როგორც თანაზიარმა ჩვენი უსჯულოების, არამედ როგორც ერთგულმა მეგობარმა, თანამტვირთველმა, ჩვენი შეცდომების… რათა ჩვენ დავებრუნებინეთ ცათა სასუფეველში, რათა ჩვენთვის ესწავლებინა ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა და ნამდვილი სიცოცხლე…
ყოველ წესსა და რიგს რასაც ვსწავლობთ ჩვენ ეკლესიაში ამისკენ უნდა მოვყავდეთ… და არა უსულგულო "სულიერი" “მიხვრა-მოხვრისკენ” “სულიერი” პოზიორობისკენ, ან თუნდაც საუბრის მანერისკენ, არა ანნასკენ და კაიაფასკენ… არამედ ქრისტესკენ..!!!
(სასულიერო მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ)
ჩემო საყვარელო შვილო,
სხვაა მღვდლობა და სხვაა მოძღვრობა, მათ მხოლოდ გამოცდილება, წლები და ღვთის მადლი აერთიანებთ.
უცნაურ დროში ვცხოვრობთ, საერონი ბერობას ცდილობენ, ხოლო საბერონი ერში მოილტვიან…
ეს არის ალბათ დღევანდელი მოძღვრობის პრობლემაც, როდესაც მასწავლებელი მოწაფეს თვისობრივად სხვადასხვა ცოდნას აწვდის ერთმანეთში შერეულს…
გამოდის უამრავი წიგნი, მონაზვნური გამოცდილების შესახებ, მორჩილების შესახებ, ქრისტიანული ცხოვრების შესახებ, ვისმენთ ამა თუ იმ "სტარეცის" ან “თეოლოგის” მოსაზრებებს, აუდიო თუ ვიდეო საშუალებებით… ერთი სიტყვით ყველა საშუალება გვაქვს, თითქოს, რომ სწორად ვიცხოვროთ… მაგრამ ხანდახან, ისე ხდება, რომ შეუსაბამობაში მოდის ჩვენი ერული სინამდვილე, ჩვენივე "ბერულ" აღტკინებასთან…და აი, სწორედ აქ გვჭირდება გზამკვლევი, მიმართულების მიმცემი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ძირითად საეკლესიო სწავლებას, საერო და სასულიერო ცხოვრების შესახებ და რომელსაც აქვს უნარი ცხოვრებაში საფრთხილო და სასარგებლო საგანთა გარჩევის... სწორედ მან უნდა მოგვცეს გეზი და რეცეპტი სულიერი ცხოვრებისა ერში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვავნებთ და სხვასაც თავგზას ავუბნევთ…
მოძღვრობის პრობლემაა, ალბათ ისიც, რომ საერო მღვდლებს, მეტადრე პატიოსნებსა და განსწავლულებს, ხშირად, მონასტრული სულის დამკვიდრება სურთ ერში, რაც, როგორც ავღნიშნე, შეუსაბამობაში მოდის ერულ ცხოვრებასთან. ასეთი სულისკვეთებით აღზრდილი მრევლი შეიძლება კარგად მოსჩანდეს ტაძარში, მსახურების დროს, საზოგადო ლოცვის დროს, ან გნებავს მონასტერში სტუმრობისას, მაგრამ ასეთ მორწმუნეს გარე სამყაროსთან ურთიერთობა გაუჭირდება. მას გაუჭირდება თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირება… მითუმეტეს რომ ჩვენი თანამედროვე გარემო, პროგრესს განიცდის და ჩვენი ვალია ენა გამოვნახოთ, ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერი საზოგადოების წევრთან..
ჩვენი ქრისტიანობა კი არ უნდა გამოვლინდეს, სკვნილებით, კრიალოსნებით ანდა გრძელი წვერების ტარებით, არამედ ჩვენი საქციელით, ჩვენი ადამიანობით და ჩვენი თანაგრძნობით…
ჩვენი ეკლესიის, ერთერთი უდიდესი წმინდანი, ღირსი მამა, იოანე სინელი, რომელმაც, ბერული ცხოვრების მთავარი სახელმძღვანელო “კიბე” დაგვიტოვა, წერს თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ერისკაცნიც: “…როგორც შეგიძლიათ, ისე აკეთეთ სიკეთე: არავინ დააბეზღოთ, არაფერი მოიპაროთ, არავინ მოატყუოთ, არავისთან იამაყოთ, არავინ შეიძულოთ, ეკლესიაში ყოველთვის იარეთ, გლახაკებს წყალობა მიეცით, არავინ დააბრკოლოთ, სხვის საკუთრებას ნუ მიიტაცებთ, სხვას ნუ მოინდომებთ და თქვენი მეუღლეები იკმარეთ. თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფევლისგან“.
ეს არის ერისკაცის გზა… შეიძლება ცოტა მსუბუქად გეჩვენოს ეს სიტყვები, მაგრამ დამერწმუნე, სწორედ, ესაა ის, რაც უნდა ასწავლო შენს სულიერ შვილებს, რაც ვფიქრობ, არც თუ ისე ადვილია, მაგრამ უფლისმიერ კურთხეულია…
ასევე დისონანსშია, ბერულ ყოფა-ცხოვრებასთან, როდესაც მღვდელ-მონაზონი, ერში მსახურებას ესწრაფვის, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკიდურესად შეუასაბამოა მონაზვნობის არსთან, ისევე როგორც მონაზვნური წესით ცხოვრება ერისკაცთათვის…
მართლაც რომ უტყუარი და ჭეშმარიტია სწავლება ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, იმის შესახებ რომ ვინც ერში მღვდლობს მას ცოლიც უნდა ჰყავდეს და შვილებიც, ხოლო ვინც ბერშია, მონასტრის უნდა იყოს მთელი თავისი არსებით…
ალბათ შენ გინახავს, ზოგიერთი, წირვა-ლოცვაზე მდგომი, "ბერული" შეხედულების, მარხვისაგან მოუძლურებული, ფერმკრთალი, ახალგაზრდა მამაკაცი და გინახავს აგრეთვე გამოპრანჭული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მღვდელმონაზონიც, რომელიც ერში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში… ეს არ შეიძლება იყოს სწორი…
ერს, საღი, ჯან-ღონით სავსე ადამიანები სჭირდება, რომელთაც ცხოვრება, ოჯახი, ახლობლები უყვართ, რომელთაც ერის გამრავლების უნარიც შესწევთ და მზად არიან თავიანთი ფიზიკური თუ სულიერი მზაობით, ომშიც წავიდნენ სამშობლოს დასაცავად…
მონასტერში მკაცრად მმარხველი, მლოცველი ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ, რომელთაც არ უჭირავთ თვალი საყოფაცხოვრებო ტექნიკისკენ ან ქალაქისაკენ მიმავალი გზისკენ, წუთისოფლისკენ…
ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეშმაკს სურს მონაზვნობის საზღვრები მოშალოს, რაც საბოლოდ მას ძალას მისცემს იბატონოს ერზეც და ბერზეც… (ღმერთმა ნუ ჰქმნას..)
როდესაც გვესმის წმინდა მამათაგან, რომ მონაზვნობა არის არა ამსოფლიური მოღვაწეობა, ისინი იმასაც გულისხმობენ, რომ ერში არ უნდა ცხოვრობდნენ მონაზვნები, იღუმენები, არქიმანდრიტები, სხვაა მათი მისია და სხვაა ერში მოღვაწე სასულიერო პირთა მისია...
...ადრე წამიკითხავს სადღაც… ერთი მღვდელ-მონაზონი რომელიც საერო ეკლესიაში მსახურობდა, განსაკუთრებით გამოირჩეოდა გარეგნული მოღვაწეობით, მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა, კანონებს ასრულებდა, არაფერს არღვევდა, მრევლს უყვარდა, თითქოს ყველაფერს კარგად იცავდა, მაგრამ როცა გადაიყვანეს მიყრუებულ სოფელში სადაც თითო-ოროლა კაცი თუ ესწრებოდა მის მსახურებებს, "დაინგრა" ვერაფერი შეძლო და გალოთდა… იცი რატომ? პატივმოყვარეობის და დიდებისმოყვარეობის ეშმაკი ვერ გამოკვება იქ… რომელიც ჭაობში ან მტკნარ ტბაში მიმალულ ნიანგს ჰგავს, თითქოს მშვიდია ტბა, არანაირი საფრთხე არ სჩანს, მაგრამ უცბად "აამ"… და სასიკვდილოდ იწყვლება საბრალო კაცი...
ასე რომ ყველა სული უნდა გამოიცადოს რომელიც სასულიერო გზაზე შედგება…
ძველად მონაზვნებს არ უშვებდნენ ერში სამოღვაწეოდ, არამედ მხოლოდ მონასტერში, მათ არ ჰქონდათ უფლება ჯვარი დაეწერათ წყვილისათვის, მრევლი ჰყოლოდათ, რადგანაც მათი შინაგანი საქმიანობა სულ სხვა სიდიდადეს უნდა მიწვდომოდა, უფრო აღმატებულს, უფრო ანგელოზებრივს… ამიტომ განაჩინა უფალმა საერო ეკლესიებში ცოლიანი მღვდლები, რომლებიც საიდუმლოებებს აღასრულებენ და რომელთაც მრევლის განსწავლის უფლებაც აქვთ, კატეხიზატორულ დონეზე…ხოლო მონაზვნები მონასტრებში, რომლებიც აღთქმას დებენ მონასტრიდან გაუსვლელობის, რათა მთელი თავიანთი არსებით და შემართებით მონაზვნურ, "მარტო მყოფობაში" მოშურნეობდნენ...
ჩვენს სინამდვილეში კი ვფიქრობ, ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული, მაგალითად ზოგიერთი მღვდელი თუ კი ვერცხლისმოყვარე არაა, სამაგიეროდ ცდილობს ადამიანზე იბატონოს, იმბრძანებლოს, მონასტრულ მორჩილებას სთხოვს თავის მრევლს, იესოს ლოცვაში “ამეცადინებს” ერისკაცებს, გულისსიტყვების გამხელას სთხოვს… იმას ვინაც ჯერ არ იცის, რომ უკეთესი სხვას უწილადოს, დოგმატიკას ასწავლის… ასეთი ქცევის გამართლებას კი მონაზვნურ პრაქტიკებში "პოულობს", ეს ხომ უმეცრებაა!?.. იმის მაგივრად რომ შეეხიდოს და შეეწიოს მორწმუნეს უფლისაკენ სავალ გზაზე, როგორც მეგობარი, როგორც კეთილი თანაშემწე, ტვირთის შემამსუბუქებელი… საპირისპიროს სჩადის “მძიმე ტვირთს” ჰკიდებს მორწმუნეს და ასე ედება სათავე ახალ ფეოდალიზმს, რელიგიურ ფეოდალიზმს…
მოძღვრობა თავისი შემეცნების ხარისხით, გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე მღვდლობა, არ იფიქრო რომ მღვდლობას ვაკნინებ რამენაირად, ნებისმიერ პატიოსან, სასულიერო სემინარია კურსდამთავრებულს, შეუძლია გახდეს მღვდელი ერში, რომელსაც ცოდნაც ააქვს, პატიოსნებაც, სიყვარულიც და კარგი მეგობრობაც შეუძლია, ხოლო მოძღვარი ვერ გახდება ნებისმიერი, 20 წლის ახალგაზრდას არ შეიძლება ეწოდოს მოძღვარი, რადგანაც ეს მასაც დაღუპავს და მის დასამოძღვრსაც…
მოძღვარი შეიძლება იყოს, მხოლოდ პატიოსანი, გამოცდილი, ტკივილგამოვლილი, ცხოვრება "ნანახი" ადამიანი… ვერცერთი აკადემია, უნივერსიტეტი თუ სემინარია ვერ ასწავლის მორწმუნეს გამოცდილებას და იმ სულიერ სწავლას რომელსაც მხოლოდ გამოცდილებით იძენს მღვდელი… გარდა ამისა მოძღვრობა ღვთიური ნიჭია, რომელსაც უფალი თავად ანიჭებს მას, ვისაც თვლის ამ ნიჭის ღირსად… ვინც იმსახურებს თავისი ცხოვრების წესით… ვისაც შეუძლია უწამლოს განსაცდელში მყოფთ…
კარგად გახსოვდეს ჩემო შვილო, ღმერთი ჩვენ ცოდვილთა სახსნელად მოვიდა ამქვეყნად და არა მართალთა დასაჯილდოვებლად… ყოველი შენი სიტყვა იმედის მიმცემი უნდა იყოს ადამიანებისთვის, რადგან სახარებას ვქადაგებთ და უფალი ჩვენი ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლეა, თუ სამხელია ვინმე ამხილე მკაცრად, ოღონდ მამობრივი სიყვარულით და თანაგანცდით, ნუ დათრგუნავ ადამიანებს ნურასდროს, ისედაც მრავლადაა განსაცდელები წუთისოფელში, დაე უხაროდეთ სიცოცხლე, ეს ხომ ჩვენი ერთადერთი გზაა ღვთისაკენ მიმავალი… სწორედ გზამკვლევად და დამხმარედ უნდა ექცე ადამიანებს ამქვეყნად და არა დამაბრკოლებლად… გახსოვდეს, მხოლოდ “სწორი სწავლება”, მეტი ცოდნა ან წეს-კანონების შესრულება არაა გარანტი ცხონების. როდესაც უფალმა თქვა; “ვისაც მე გიყვარვართ ჩემი მცნებები დაიცავითო” იგულისხმა რომ მოწყალე სამარიტელივით გულისხმიერნი გავხდეთ და არა ანნასავით და კაიაფასავით “სწორნი” მცნებების დაცვაში… არ არის საკმარისი, ქრისტიანობისთვის, მხოლოდ, კომფორტულად მორგებული, “ჯიბის” “ლოცვანი” და ნორმატივებივით შესრულებული “აღსარება” და “ზიარება”..
ახლა კი მოკლედ გაგცემ პასუხს შეკითხვაზე, "შეიძლება თუ არა სპორტით დაკავდნენ შენი მრევლის ახალგაზრდები?"…
რა თქმა უნდა, შეიძლება, პირიქით, ხელიც უნდა შეუწყო რომ სპორტით დაინტერესდნენ, თუ გაქვთ შესაძლებლობა სპორტული დარბაზიც კი უნდა აუშენოთ მათ… გარდა ამისა სხვა , მრავალი, შემეცნებითი (თუნდაც "გასართობი") ღონისძიებებიც უნდა განახორციელო, მრევლის სულიერი თუ ფიზიკური გაჯანსაღებისთვის…
გახსოვდეს, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, არ ხარჯავს ფიზიკურ ძალას, მარხულობს მკაცრად, ლოცულობს, უფრო სწორად, ლოცვებს კითხულობს, საათობით, ან ბერობისთვისაა დადგენილი ან ავადმყოფობისთვისაა განწირული. შეეცადე ყველა დააკავო თანაბრად როგორც ფიზიკური ისე სულიერი შრომით, ამას თვითონ მიხვდები ვინც რამდენს შეძლებს იმის მიხედვით… ქრისტიანობა არაა მხოლოდ "თეოლოგების", პროფესორების ან თუნდაც “მართალთა” რელიგია, ის ყველას რელიგიაა როგორც წიგნიერის ისე უწიგნურის… ამიტომ ყველას მიეცი საშუალება თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად წარმოაჩინონ, ყველა ვერ იქნება მჭვრეტელი ქრისტიანი, ზოგიერთი დურგალი გამოვა, ზოგიერთი მეცნიერი, ზოგიერთი მშენებელი, ზოგიერთი კი მღვდელი… შენ უნდა შეეცადო ასწავლო მათ ერთად ლოცვა, ერთად დგომა, ერთმანეთზე ყოველგვარი შურის და მედიდურობის გარეშე…
ჩემო შვილო,
იყავი მოთმინებით და ფრთხილად და, გამოცდილებასაც მალე შეიძენ, ძნელია მღვდლობის უღელი, მაგრამ ძალას არ დაიშურებს უფალი შენთვის, რომელმაც გიბოძა შენ ეს “ტკბილი უღელი” და “მსუბუქი ტვირთი”.
ბოლოს კი გეტყვი იმას, რომ ჩემი დარიგება არ მიიღო როგორც რაიმეს მტკიცებად, ან შენზე ზედგამოჭრილ რჩევად, მუდმივად გამოიძიე შენი თავი და გაანალიზე შენი სინამდვილე, იყვნენ ერშიც გამორჩეული მოძღვრებიც და მონაზვნებიც, მაგრამ ისინი გამონაკლისნი არიან, ერთეულები..
უფალმა ინებოს და შენთვის უმჯობეს ადგილზე დაგამკვიდროს აქაც და "იქაც" ასი წლის შემდეგ...
გლოცავ,
სიყვარულით, შენი მამა
კარსონ სითი, ნევადის შტატი, 2014 წ.
მღვდელი დევიდ ლინდგრენი
Tuesday, March 18, 2014
წერილი ჩემს შვილს 3
ჩემო საყვარელო შვილო, შენმა ბერად აღკვეცის ამბავმა არც ძალიან დამამწუხრა და არც ძალიან გამახარა. ჰო.., ასე რთულადაა საქმე..
მაგრამ რადგან შედექი ამ გზაზე, გლოცავ.. უფლის იყავი…!!!
ჩემი წარმოდგენით, ბერობა - არის უმწვერვალესი სულიერი მოღვაწეობა, რომელსაც საფუძვლიანად, ყოველთვის მცირედნიღა თუ "ახერხებდნენ".. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც უნდა ცხოვრობდე სოფელში და ამავე დროს, არ უნდა იყო ამა სოფლის… დასაწყისშივე მინდა გირჩიო და გთხოვო, რომ არ გახსნა "facebook account"-ი; "Twitter"-ი; "Одноклассник"-ები და სხვ. რადგან რაც კი სათნოება გაქვს ღვთისაგან ნაბოძები, სოციალურ ქსელში დაასამარებ.. სინამდვილეში ვირტუალური გახდები და ვირტუალურში ნამდვილი…
ადრეც მითქვამს და ახლაც გეტყვი, რომ არასდროს არ ჩაერიო პოლიტიკურ საკითხებში, არასდროს არ გამოიდო თავი ვინმეს პოლიტიკის მხარდაჭერით, როგორც ამას ზოგიერთი მღვდელი აკეთებს.. ამგვარი, განცხადებებით: "დღეს მეც უგანდელი ვარ!!!" ; "დღეს ჩვენ ყველა ზიმბაბველი ვართ" ან "ყველა ბრუსლები ვართ!!!" "ყველა ზინედინ ზიდანები ვართ" "თანადგომა ჩვენს უსაყვარლეს ალეუტებს" და .შ. .. იყავი მშვიდი, მლოცველი და თავდაჭერილი… შენი ცოდვები იგლოვე გულში… შენი თავის შეცნობისკენ წარმართე გზა შენი ფიქრების...
შენი საქმე სულიერი მოღვაწეობა უნდა იყოს, სულის ხსნაზე უნდა იფიქრო, იშრომო…
არ ესწრაფო ხალხმრავლობებს არასდროს, წვეულებებს, ზეიმებს, საერო სანახაობებს,… თუ კი ვინმე მოვა შენთან, მოერიდე რჩევების მიცემას, შენზე გამოცდილთან გაუშვი და უფალს შეავედრე მისი სული…
გახსოვდეს.. შენ ხარ მარილი ამასოფლისა და ნუ შეეცდები ენატკბილადმოუბრობას… რეალობა სულაც არაა ტკბილი ამ ცისქვეშეთში…
გთხოვ, მონასტერი არ დატოვო ხშირად, თუ კი ამის აუცილებელი პირობა არაა..
აბა გლოცავ კიდევ ერთხელ; უფალი წინაგიძღოდეს!!! მოგწერ..
სიყვარულით შენი მამა
P.S. გთხოვ მოიხსენო შენს ლოცვებში სირიაში განსაცდელში მყოფი ქრისტიანები ჩვენი ძმები და დები, რომელნიც ქრისტეს გულისთვის ეწამებიან ჩვენს დროში…
P.P.S. გთხოვ ასევე, რომ ბევრი ტკბილი არ ჭამო და არც ძალიან მარილიანი..
P.P.P.S. და კიდევ.. მღვდელ-მონაზვნად თუ გაკურთხეს, ერში არ იმსახურო..
Saturday, August 10, 2013
წერილი ჩემს შვილს # 9
ჩემო საყვარელო შვილო,
ბოლო წერილში შენ მწერდი რომ, ვეღარ უძლებ ცხოვრებისეულ სირთულეებს და რომ ყველას და ყველაფერს გაურბიხარ უკვე… მართალი გითხრა, მე არ ველოდი შენგან ასეთ წერილს, რადგან ვიცი რომ მამაცი გული გაქვს, მამასავით… :) ნუ შეშინდები ჩემო შვილო, მხნედ იდექი და გაიწვრთენი საკუთარი თავი კეთილგონიერებაში, "იყავი უმანკო, როგორ მტრედი და გონიერი როგორც გველი…"
ყოველი განსაცდელი ჩვეულებრივ მიიღე და არ გაიკვირვო არაფერი არავისგან და არც თვით შენგან… რადგან "ბოროტსა ზედა დგას წუთისოფელი" და ჩვენ (სიკეთეს მოწყურებულნიც კი) ბოროტისაკენ ვართ მიდრეკილნი,… სიბრძნეს დაეშურე და გიყვარდეს ტკივილების ატანა, რადგან ეს ნეტარებების დასაწყისი შეიძლება იყოს…
გახსოვს? ბავშვობაში, როდესაც კბილის ექიმთან დამყავდი, გზაში ბევრს ტიროდი ხოლმე… და შემდეგ უკვე, როცა აგიხსნიდი, რომ ეს სასარგებლო იყო შენთვის, ცრემლებში ღიმილს შეურევდი და მხნედ დაუჯდებოდი ხოლმე კბილის ექიმს სკამზე… ისევე ახლაც არ დაკარგო სიმხნევე და მტკიცედ იდექი ღვთისა და ადამიანის სიყვარულში… იყავი ღრმად მოაზროვნე და ყოველდღე შეიმეცნე - "შეიცანი შენი თავი", ეს სამყარო, "ის" სამყარო… სიყვარული და სიცოცხლე…
ცხოვრებაში, ადამიანთა უმრავლესობას, აუცილებლად დაუდგება ხოლმე წამი, როდესაც უნდა აირჩიოს, მგელი იყოს თუ ცხვარი…? და ის თვითონ აკეთებს არჩევანს, ვინ იყოს ამქვეყნად…
მე ცხვრობა ავირჩიე, ჩემო შვილო... და კეთილ მწყემსს მივებარე სამარადჟამოდ, ყოვლადძლიერს, ყოვლის შემომქმედს და ყოვლის განმგებელს… ის იბრძვისს ჩემს წილ...
ნუ შეშინდები შენი სისუტით ან სხვისი ძლიერებით... გახსოვდეს.. "რბილი სძლევს მაგარს, სუსტი სძლევს ძლიერს...", ჯვარცმული იმარჯვებს ჯვარმცმელზე... ღმერთს მიებარე და დაუთმე მას, რომ შენს უძლურებაში თავისი ძალა გამოაჩინოს...
საზოგადოებასთან კონფლიქტი ჩვენ მემკვიდრეობითად გვერგო, ჩემო შვილო, რადგან უცხოა ეს სახეცვლილი სამყარო და ეს დაცემული ბუნება ჩვენთვის… არც კი ეცადო შეურიგდე ამაოების მსახურთ, თორემ იმწამსვე თავისნაირად გაქცევენ, დაგცემენ და გადაგივლიან მერე… გახსოვდეს, მკვდარი აბელი სჯობს იყო, ვიდრე ცოცხალი კაენი…
მე მთელი ცხოვრება ჩემსა და გარეშე საზოგადოებას შორის არსებული თანდაყოლილი ბზარის ამოვსებას ვცდილობდი და დიდხანს ვთხოვდი არაფრის მქონეს, სიკეთეს ამაოდ… და მერე მივხვდი, ცოტა მოგვიანებით, რომ უფრო მეტად და მეტად იზრდებოდა ნაპრალი წუთისოფელსა და ჩემს შორის…
გამარჯვებას გისურვებ,
გლოცავ და გეფერები,
სიყვარულით შენი მამა
(სან ფრანცისკო, ოქროს კარიბჭე, კალიფორნია 2013 წელი)
Tuesday, July 9, 2013
წერილი ჩემს შვილს
ჩემო საყვარელო შვილო,
გთხოვ, ნუ გახდები, უნებლიედ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან აგიტატორი… არა აქვს მნიშვნელობა რომლის…
იყავი ქრისტიანი, უბრალო… ნურც შენი ხმამაღალი ლოცვით შეაწუხებ ვინმეს და ნურც ინტერნეტში იქადაგებ ღვთისმეტყველებას, როგორც ამას "მრავალი" "თეოლოგი" აკეთებს… გახსოვდეს, ყველა არაა უფლებამოსილი იქადაგოს და დამოძღვროს … ყველა ვერ იქნება სიბრძნის მღაღადებელი მოძღვარი…
გიყვარდეს ღმერთი, ყოველგვარი სიკეთის წყარო, შენი ოჯახი, ერთგული იყავი შენი ცოლის, შვილების, შენი ახლობლების… იშრომე და მუდამ სიკეთე სთესე… მოეფერე ყველას და ყველაფერს, ღვთის გაჩენილს, ამქვეყნად… და მტრის სიყვარულსაც მალე ისწავლი…
ყოველგვარი საზოგადოებრივი აქტივობა, შენი თავის მოწესრიგებიდან დაიწყე, ჯერ შენს თავს მიხედე, გაისარჯე სწავლაში, შრომაში, სიკეთის ქმნაში… გახდი თავის უფალი ადამიანი… შემდეგ კი შენს ირგვლივ გახდი მაგალითი, შენს ირგვლივ მყოფთ გამოადექი…
არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნები ამქვეყნად, მღვდელი, პრეზიდენტი თუ დურგალი… ბევრი ფული გექნება თუ ცოტა… მთავარია ღვთის მადლი იყოს შენში დავანებული, რომელიც ყოველგვარი სიკეთის; სიხარულის, სიყვარულის და ჭეშმარიტი სიცოცხლის წყაროა…
გახსოვდეს, ბევრს ნუ აიღებ შენს თავზე, შენივე ნებით, ნურასდროს, თუ კი გექნება ძალა საპატიო ტვირთის ზიდვისა, უფალი გამოგარჩევს და დაგადგენს იქ სადაც ეს საჭირო იქნება შენთვის და სხვისთვისაც… გაიხსენე, მოსე როგორ მოიძია უფალმა და დაადგინა მამად თავის რჩეული ერისა…
იყავი მშვიდი და თავმდაბალი… და წინ ნუ აღუდგები ბოროტს, გაეცალე და გაატარე, ის თვითონვე წაბორძიკდება თავისავე სიბოროტეზე და გადაიჩეხება…
იყავი ღმერთის… და არაფერმა არ შეგაშინოს ამქვეყნად, რადგან ის იქნება შენი მფარველი აქაც და "იქაც"…
გლოცავ და გეფერები ჩემო შვილო… შენი ყოველი წარმატება სიცოცხლეს მმატებს, მახარებს ძლიერ… მე უკვე დავბერდი და გავდექი ჩრდილში… აჰა შენ ასპარეზი… აჰა შენ სარბიელი…
ახლა შენა ხარ ყოჩი… იბრძოლე და გაიმარჯვებ!!! კურთხეულ იყავ ღვთისაგან ამიერითგან და უკუნისამდე… !!!
სიყვარულით,
შენი მამა
(კარმელი, კალიფორნია 2013 წელი)
Wednesday, May 22, 2013
A brief sermon on Sunday of the Myrrh-bearing women...
Today we are commemorating Myrrh -bearing women's Sunday... Glory be to God that he granted us opportunity, on this feast day, to venerate and to Glorify again, his beautiful creation - a woman. Every time when I see, in my mind, those divinely merciful women, it makes me think about how wonderful a woman's existence is, about her external and internal beauty, about her love and care for family and children.
It's not by accident that the first joy of Christ's resurrection, God granted to Myrrh-bearing women. Not Peter, not any of the disciples, not even John was rewarded with the honor of being the first witness of the resurrection, only Myrrh-bearing women were.
Woman is a birth giver ... she is the messenger of good news … she is the giver of life, that's why Adam named a woman "Eva", which in Hebrew means "life living one".
From Eva came sin to Adam and now from New Eva came words of Salvation to new Adam.
This day reminds us also Myrrh -bearing women's humility and obedience to Jesus Christ. They were also involved in Jesus Christ's ministry and in His life … they were obedient to the love ... obedient to the God.
In that way, our creator beautified His creation with all kinds of virtues. Think about how good it is when woman is dressed like a woman, acts like a woman, and speaks like a woman. Likewise we can say the same about a man as well - when a man acts like a man.
At first glance it seems like it's easy, but let us observe what kind of values the modern world offers us - same-sex marriage – which is enough to poison the whole world and humanity, This is an attack against God and His creation… because Love between a man and a woman is the fundamental value of our existence..
So Let us keep our faith in our hearts strongly, let us listen to what the holy spirit says by church's mouth and let us be true men and true women... for His the dominion and the power and the Glory of the father and of the son and of the holy spirit now and ever and unto the ages of ages... amen..
Monday, March 18, 2013
გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას!
გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას! ეს პერიოდი მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ხვნა-თესვის პერიოდს წააგავს, როდესაც შენ საკუთარ თავზე იწყებ მუშაობას… საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლას და მოწესრიგებას… და ეს არის უმნიშნელოვანესი ადამიანისათვის… ყოველივე ჩვენს ირგვლივ ისევე წარემართება, როგორ კალაპოტსაც ჩვენ მივსცემთ მას - ჩვენს ცხოვრებას…
ყოველგვარი ღირებული და ყოველივე ღირსეული ამ სამყაროში და ამ სამყაროს მიღმაც, წესრიგს ექვემდებარება... რაც ჰქმნის დიდ ჰარმონიას ჩვენს ირგვლივ.. მაგალითად; კოსმოსი ბერძნულიდან, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ ქართულად, ნიშნავს წესრიგს…
და ეს წესრიგი, რომ არა ჩვენი ყოფიერება სათუო იქნებოდა ამქვეყნად…
და ამიტომაც ღვთის ეკლესიაში ყოველივე წესრიგს ექვემდებარება…
და ჩვენი ვალია რომ დავიცვათ ეს წესები… თუ კი ადამიანზე ღირსებით ნაკლები ზის წესსა და რიგში, გნებავთ მნათობნი ანდა წყალნი… ან კი ამინდი… რაოდენ გვმართებს ჩვენ, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს წესრიგში ყოფნა…
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მარხვის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მარხვა და ლოცვა, რომ ეს არის ჩვენი სულიერი ჯანმრთელობის გარანტი…
და რომ ეს - მარხვა ისწავლება ეკლესიაში, სულიწმიდის მადლით…ხანდახან, სუსტნი რწმენასა და ეკლესიურ ცხოვრებაში მარხვას უკავშირებენ საკვების შემადგენლობის ცვლილებას… წინააღმდეგ ამისა "უფრო მეტად გაგებულნი და გაბედულნი" კი სრულიად უარჰყოფენ საკვების შემადგენლობის შეცვლას… და შემდეგში უკვე ნებით თუ უნებლიეთ, ასეთი მიდგომები განაგრილებენ მათ მოშურნეობას საღვთო მცნებების სწავლასა და შემეცნებაში… ამიტომ ეცემიან შემდეგ "ყოფილი მორწმუნეები" იოგას გაკვეთილებს, სხვადასხვა აღმოსავლურ "მედიტაციებს" და ა.შ… და იქ სადაც ნამდვილი კურნება აღესრულება ადამიანისა, ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, გაურბიან მას, როგორც პატარა ბავშვები ექიმებს გაურბიან… ხან რა მიზეზით და ხან რა…
თავშეკავება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მარხვის ხერხემალი… ეს არის, ის პირველი, რაზეც ჩვენი თავი უნდა განვაწყოთ მარხვის წინ…. თავშეკავება და საკუთარ სულში ჩაღრმავება, არის პირველი ნაბიჯი იმ "დიდ მოგზაურობაში" რასაც დიდმარხვა ჰქვია…
თავშეკავების გარეშე არ არსებობს სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა, თავშეკავება არის სიწმინდე მძლეველი ვნებათა მორევის… თუ კი რაიმე სულიერი განსაცდელი თავს დაგატყდება ან ცდუნების წინაშე აღმოჩნდები თავშეკავებულობა გადაგარჩენს ცოდვის ჩადენისგან… თუ კი ღალატისკენ მიიდრიკება შენი გული თავშეკავება ძალაუნებურად შეგაჩერებს ნაბიჯის გადადგმამდე… თავშეკავებულმა ადამიანმა იცის თუ სად, როგორ და როდის რა ილაპარაკოს… თავშეკავებული, რაც ყველაზე ძნელია, ენასა და კუჭს ათვინიერებს...
ამიტომაა საჭირო, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მარხვა, რაც ხელს შეუწყობს მისი პიროვნების კეთილად ჩამოყალიბებას… ნებისყოფის გამომუშავებას და ა.შ…
მაშ მოვედით, ძმანო და დანო, ვიმარხოთ მარხვა სინანულით, გულწრფელად და სიმდაბლით, რომ ვიქცეთ ჭეშმარიტ შვილებად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ.
Friday, February 22, 2013
წერილი
ჩემო საყვარელო შვილო,
გთხოვ არ ჩაერიო არანაირ პოლიტიკურ გარჩევაში, გახსოვდეს რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამქვეყნად, ჩვენი სულების სახსნელად მოვიდა, რათა ჩვენი სულიერი მეუფება აღედგინა იმიტომ მოვიდა და არ მოსულა იგი იმ მიზნით, რომ რომაელების უღელი მოეცილებინა თავისი ერისთვის ან სხვა რაიმე უფრო საპატიო მიზეზის გამო.. ჩვენთვის ბოროტების უღელი რომ აეხსნა და ზეციური მამის წიაღში დავებრუნებინეთ, იმიტომ მოვიდა უფალი ჩვენთან... ებრაელებსაც უნდოდათ მაცხოვარი მეფედ მოეყვანათ , მაგრამ არ იყო ეს მხსნელის მისია… არ გვაქვს ჩვენ მაგალითი მისგან პოლიტიკური მოღვაწეობის, ამიტომაც არ არის კეთილგონივრული ქრისტეს მხედრისათვის (მით უმეტეს თუ სასულიერო პირობა გსურს), ის, რომ გამოდიოდე და აკრიტიკებდე ან ლანძღავდე სხვას, ქვეყნისათვის ამა თუ იმ, საჭირბოროტო საკითხზე… ნუ შეგაშინებს თუ კი ვინმე შენს ასე ვთქვათ, (ამ კონტექსტში არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის თქმა მაგრამ) ნეიტრალობას სისუსტედ ჩაგითვლის… ყოველთვის ლოცვას შეაფარე თავი და შეგეშვებიან…ამბობენ რომ იუდასაც უნდოდა რომ ისრაელის მეფე გამხდარიყო ქრისტე და იმედი რომ გაუცრუვდა, იმიტომ მივიდა მის გაცემამდეო… გაექეცი!ჩემო შვილო, გაექეცი! ყველანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებებს და დისკუსიებს… ილოცე და შენი საქმე აკეთე და ღმერთი ძალას - სიხარულს მოგმადლებს და ვერავინ წაგართმევს, შენ თუ არ მოისურვებ რომ დაკარგო ეს სიტკბოება…
გახსოვდეს! ეკლესიის გარეთ, ღვთის სიტყვის გარეთ, სიკეთე ვერ ხარობს დიდხანს… და წმინდა ეკლესია ის ადგილია, სადაც სიკეთე, სიყვარული და სამართლიანობა სუფევს, მუდამ… ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩვენი არჩევანი, მკაფიო და გასაგები… ვინც ეკლესიის არის, მას ესმის მისი და ეკლესიასაც ესმის მისი, ხოლო ვინც არ არის ეკლესიის, ის მეამბოხეა ან მსხვერპლია მეამბოხის… ერთერთი უდიდესი შეცდომა რომელიც სასულიერო პირმა შეიძლება დაუშვას, ეს არის პოლიტიკაში ჩარევა და რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ხმამაღალი განცხადებით… რადგან კეთილსა და ბოროტს შორის, სწორედ საერონი ირყევიან აქეთ-იქეთ, თავიანთი საერო სიბრძნეებით თუ პარტიული დოქტრინებით… ჩვენთვის კი ყოვლადწმიდა სამებაა ჭეშმარიტება და ქრისტე… და ჩვენი ვალია იმ მანათობელ შუქურებად ვიქცეთ რომლებსაც გემები მიჰყავთ უსაფრთხო ნავსაყუდლამდე… ახლა კალამი მითავდება და ბევრს ვეღარ გწერ, თუმცა ვაპირებ კიდევ მოგწერო ამ საკითხზე…
სიყვარულით შენი
მამა
საბერძნეთი კუნძული პატმოსი 2011 წელი
Monday, January 7, 2013
ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. 2013 წელი. ქრისტესშობა.
ქრისტესმიერ საყვარელნო,
გილოცავთ ქრისტესშობის დღესასწაულს!!! ლოცვა-კურთხევას გადმოგცემთ და მოგილოცავთ ჩვენი მეუფის, ბათუმის, ლაზეთის და ჩრილოეთ ამერიკის მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით!!! სიყვარული ღვთისა და მოყვასისა გამრავლდეს თქვენს შორის!!! ამინ!!!
“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, უკვე 2013 წელია რაც, ანგელოზთა თანა, გალობს წმინდა ეკლესია ამ საგალობელს...
დღეს დაედო დასაბამი ჩვენს გამოხსნას ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან, დღეს აღესრულა სასწაული გამოუთქმელი, ღმერთი დაუსაბამო და უხილავი იშვა ხილულად, ის, ვინც დროისა და სივრცის მიღმაა, დროში შემოვიდა როგორც კაცი... ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო... დიდება ღვთის წინაგანგებულებას!!! დიდება ღვთის მოწყალებას!!! დიდება ქრისტესშობას!!!
ჯერ კიდევ, ჩვენი პირველმშობლების ადამის და ევას ცოდვით დაცემიდან, ელოდა კაცობრიობა მხსნელის გამოჩენას დედამიწაზე, და იგი უნდა ყოფილიყო მოლოდება და ხსნა ყოველთა მკვიდრთა ქვეყანისათა, როგორც მართალთა ისე წარმართთა... და აი პირველად, მოგვებს გამოეცხადათ რომ მაცხოვარი უნდა შობილიყო.. საიდან იცოდნენ მათ ეს, მათ ხომ სწორი სწავლება არ ქჰონდათ ღმერთის შესახებ მიღებული? და მაშინდელი მართლმადიდებლები ხომ ებრაელები იყვნენ? - როგორც წმინდა მამები ამბობენ, როდესაც დანიელ წინასწარმეტყველი ბაბილონის სამეფოში მოგვთა მეთაურად იყო დანიშნული, მან განუცხადა სპარსელებს, რომ კაცობრიობას მხსნელი უნდა მოვლინებოდა... ხედავთ? სჯულის დამცველებზე ადრე, უცხო ტომის მოგვებს, მაძიებლებს განეცხადათ ეს ჭეშმარიტება... ამიტომაც ჩვენც ღვთის მცნებების დაცვასთან ერთად, ღვთის სიტყვის მოძიების სურვილი უნდა გაგვაჩნდეს მუდამ... (არ ვგულისხმობ იმას რომ ცაში დავიწყოთ ყურება მოგვებისა ან ზოგიერთი უცნაური აღმსარებლობების მიმდევრების მსგავსად... რადგანაც უკვე სასუფეველი ღვთისა ჩვენს შორის არის)
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოგვებმა შეიტყვეს მაცხოვრის შობის შესახებ... ანგელოზთაგან მაინც, პირველად, ხარების ღირსნი მწყემსები გახდნენ... იმიტომ რომ მწყემსმა კეთილმა - იესო ქრისტემ, უბრალო მწყემსები გამოირჩია ამ წყალობის ღირსად... რითაც გვიჩვენა ჩვენ ის, რომ იგია ნამდვილი მწყემსთავარი და ამავე დროს მეგობარი მწყემსებისა, კაცთა მოდგმისა... ის გახდა ერთერთი ჩვენთაგანი...
და იშვა იგი უბრალო ბაგაში... ცისა და ქვეყნის მპყრობელი, შემოქმედი ყოვლისა სოფლისა... ეს არის საკვირველი საიდუმლო, რომლის დიდებისმეტყველების სიღრმეს ჯერ კიდევ ვერ მიწვდომია ადამიანი...
ითესება უძლურებით და აღდგება დიდებით...
ეს არის ნიშანი იმისა რომ ვერც ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი სიკეთე ვერ აღმოცენდება თუ კი არ დაითესა შრომით, ტანჯვით... (სხვათაშორის ეს ორი სიტყვა, ძველქართულში ნიშნავდა ერთი და იგივეს, ასევე ბერძნულშიც...) უშრომელად შეძენილი, ადამიანისთვის, მხოლოდ სილამaზე შეიძლება იყოს დაბადებიდან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, თავისი ბედნიერებისთვისაც კი ვერ იყენებს იგი...
თითქმის ყოველგვარ სიკეთეს ამ ცხოვრებაში წინააღმდეგობა ხვდება და ეს არის დაუწერელი კანონი, ამიტომაც სულ ბრძოლა, წვრთნა და გულმხურვალე მოშურნეობა გვჭირდება იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ... ჩვენი ეკლესიაც სწორედ ის ბრძოლის ველია, სადაც უნდა ვიღწვოდეთ, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ.. ბევრს მცდარად ჰგონია ის, რომ ეკლესია არის მხოლოდ სულის დამამშვიდებელი სამყოფელი, სახლი...
აქ კი სკოლაა... აქ ბრძოლაა... და სული ეკლესიისა გვწინაგვმძღრობს და გვასწავლის ჩვენ, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ გადავრჩეთ...
ამიტომაც ყოველ კვირას, საკუთარი თავი რომ ვწვრთვნათ, რომ მივიღოთ პური ჩვენი არსობისა, საკვები სულიერი, ღვთისმსახურებებზე ვესწრებით და ვმონაწილეობთ მასში, და ვიხსენებთ იმ მოვლენებს, როცა ღმერთმა მოხედა კაცობრიობას და გვიჩვენა გზა სრულყოფილებისა და გზა ჭეშმარიტების... ჩვენი ვალია რომ ვიდგეთ ღვთისმსახურებებზე, სიკეთეს ვემსახუროთ... რათა ასე და ამგვარად განვამზადოთ ჩვენი გულები, სიმდაბლით და უბრალოებით, თანადგომით და თანაგრძნობით, სიყვარულით და სითბოთი, იმ ბაგად სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იშვას...
ადამიანს ადამიანად ფული და სამსახური არ აქცევს, არამედ თანადგომა, თანაგრძნობა, თანალმობა აქცევს...მოწყალება, მიმტევებლობა, თავმდაბლობა და თანაზრუნვა, ღვთის სადიდებლად და საკუთარი სულის საცხოვნებლად აქცევს ადამიანს ადამიანად...
თქვენ ხედავთ, დღეს, თუ როგორ აღნიშნავენ მრავალი ქვეყნები, მრავალი ერები ქრისტეშობის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში... დიდი მაშხალებით, სანახაობებით, დიდი კონცერტებით, ჟრიამულით ცეკვა-თამაშით და ა.შ... ჭეშმარიტად! გვაქვს ჩვენ სასიხარულო, რადგან ქრისტე იშვა ბეთლემს, მხსნელი მოევლინა ქვეყანას...ალილუია, ალილუია, ალილუია... მაგრამ ეს არის ზოგადი სახე ჩვენი დღევანდელობისა და იგი არ გამოხატავს იმას, თუ როგორ განიცადა ადამიანმა პროგრესი სულიერად, სულიერ ცხოვრებაში, რადგან აქცენტები შინაარსზე მეტად ფორმაზეა გადატანილი... და ამის გამო, სულ უფრო მეტად და მეტად იკარგება სინამდვილე და არსი ყოველი საგნის, ამის გამო ცივდება ადამიანი სარწმუნოებისადმი...
ამის გამო კარგავს ადამიანი ღრმა აზროვნების უნარს და მხოლოდ ინსტინქტებით ცხოვრობს... უფრო სწორად უკვე აცხოვრებენ... ყველაფერს “სხვა” კარნახობს... სად იტიროს, სად გაიცინოს და ასე შემდეგ... და იგი უკვე იმასაც კი ფიქრობს რომ ის თავისუფალია... რასაც უნდა იმას აკეთებს...
ქრისტესმიერ საყვარელნო, ხვდებით როგორ დასცინის ეშმაკი ადამიანებს? ხვდებით რა მახეებია დაგებული ჩვენს თანამედროვე ყოფაში...?
ჩვენმა საყვარელმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, არაერთხელ აღნიშნა თავის ქადაგებებში თუ ეპისტოლეებში, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება ანალიტიკური აზროვნება... რომ არ ვიქცეთ უსულო მანქანებათ... უფრო დაზუსტებით კი მომყავს ციტატა მისი ერთერთი ქადაგებიდან, "სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს საგანი, როგორც დედაენა, არითმეტიკა, ქიმია, ფიზიკა, ისე, განყენებული ანალიტიკური აზროვნების კურსი. და ჩვენ სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულ და ღრმად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. აქ უნდა იყოს გამოყენებული ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია და სხვა". ამას ამბობს ჩვენი პატრიარქი…
აი, ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, დავაკვირდეთ ჩვენს ყოფასაც, როგორია იგი..?! მატერიალურად შეიძლება ყველანაირად უზრუნველყოფილნი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ ეს არ არის ის მთავარი, რაც ადამიანს ნუგეშს და სიყვარულს აძლევს…
ჩვენ გვჭირდება ღმერთი და ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი… სიყვარული ჩვენს შორის არის და ამას დანახვა უნდა…
ამიტომ გვჭირდება ჩვენ, აქ, ქართველებს ჩვენი ეკლესია… ძალიან ცოტა ერს ააქვს ჩვენისთანა გამოცდილება წამართობასთან და უკეთურობასთან ბრძოლისა… მართლაც, რომ ჩვენ გავიარეთ ცეცხლი და წყალი… და გამოგვიყვანა უფალმა დღემდე, გადავრჩით..
და კიდევ გადაგვარჩენს მუდამ, თუ კი ჩვენ თვითონ არ მოვინდომებთ მისგან განდგომას...
ამიტომაც ვისწრაფოთ, ძმანო და დანო, ღვთის დიდებისკენ და ერთმანეთის სიყვარულისკენ... მეტი მოგვეცა ჩვენ და მეტიც მოგვეკითხება, თითოეული თქვენთაგანის აქ ყოფნაშიც რაღაც მისიაა ღვთისაგან თქვენზე, ბევრი ამერიკელისათვის, თქვენ უნდა იქცეთ აქ ღვთის დიდების მიზეზად... ერთერთმა აქაურმა ამერიკელმა ბერმა ისიც კი მითხრა, რომ თქვენი ამერიკაში ემიგრაციის მიზეზი ისაა, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანობა იქადაგოთ, ღვთისა და მოყვასის სიყვარული იქადაგოთო აქ... არა ამპარტავნებით არამედ სიმდაბლით, იმიტომ რომ ბევრი იგივე ამერიკელი თუ სხვა ეროვნების ან აღმსარებლობის ადამიანი ვინაც კი ახლა მოვიდა მართლმადიდებლობაში, ვინაც კი მოიძია ჭეშმარიტი ღმერთი... უკვე ჩვენ გვჯობნის მოშურნეობაში...
სულ მალე, ვინც არ იცის ეს, მინდა რომ ვახარო, რომ ჩვენ უკვე საკუთარი ეკლესია გვექნება აქ და ეს იქნება პირველი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, და ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი... და მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ რომ მოხედოთ თქვენს ეკლესიას, თქვენი შეკრების ადგილს, რადგან ახლა მხოლოდ თქვენს შემოწირულობებზე დგას ჩვენი ეკლესიის ფუნქციონირების საკითხი...
აქ ჩვენ სანთელსაც კი ვერ გთავაზობთ ჩვენსას..
გთხოვთ, თქვენი თანადგომა უპირველეს ყოვლისა ყოველ კვირას ღვთისმსახურებებზე დასწრებით გამოავლინოთ... ვაქციოთ ყოველი შაბათი და კვირა დღე ჩვენ სულიერ ზეიმად, აღსარებებით, ზიარებით და ქრისტიანული აღაპებით...
გლოცავთ და მოგილოცავთ ქრისტესშობას!!!
ქრისტე ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების ცხოვრების გზის მანათობელი...
და გახსოვდეთ, არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა მხოლოდ ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი... რომლისა არს დიდება, მადლობა და თაყვანისცემა უკუნისამდე!!! ამინ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
იღუმენი იოანე (კავსაძე)
შობა ქრისტესი, 2013 წელი,
ლოს ანჯელესი, კალიფორნია
Wednesday, August 8, 2012
A Brief Sermon 08/05/12
Every Christian's life looks like a walking on a rope bridge… when we say that God is Love we don’t have to connect it with any sentimental feelings…or any egoistic feelings… because the Love is only for brave hearte
d people... for those people who sacrifice oneself for other people…
today's gospel's reading is about how Jesus walked on the sea of Galilee...
We can interpret many themes and advice that are helpful for the soul, from this reading. In itself it would be about the miracle of walking on water, lack of faith, consolation and various spiritual matters. However, today I would like to ask for your attention and briefly tell you about that divine daring and bravery which every Christian must have. "Don't be afraid, be daring" ...says our Savior to the desciples and by it also tells us to be daring along our journey to the Lord's Kingdom. Often, our lives resemble the rough seas at night and it seems as though we are afraid to step towards the Lord and towards upholding the Lord's commandments…
but Yet we must still try to walk towards him in our lives. Just as Peter tells the Savior "order me to come to you", we must ask the same to our Savior, and .. the most improbable events will happen without delay by His grace…
..And that is the type of bravery that is born from love... what Peter had... “Lord, if it be Thou, bid me come unto Thee on the water” ...love will eliminate every fear and endure every audacity. A person who doesn't have courage, will not have unconditional love; just like a person who doesn't have unconditional love can never be courageous. Lets wish that God grants us the courage and divine daring so that we can all continue our journey towards God, where we should always remember Peter’s prayer: lord save me...
Glory be to Christ!!!
Wednesday, August 17, 2011
“ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა"
...თქვა უფალმა: “ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.” ერთი შეხედვით ეს სიტყვა უფლისა მძაფრად ჟღერს და იგი არათუ ურწმუნოთა, არამედ მორწმუნეთა ყურთა სმენასაც შეაკრთობს, მაგრამ მასში, თუ კარგად ჩავუღრმავდებით დიდი სიყვარულია კაცთა მოდგმისადმი გამოხატული… როგორც ვიცით უფალი განკაცდა კაცთა მოდგმის გადასარჩენად და მისი ყოველი აზრი, სიტყვა და ქმედება ადამიანთა სასიკეთოთ იყო მიმართული. მაშ გამოვიძიოთ თუ რას გვეუბნება უფალი ამ სიტყვებით? რა უნდა გავიაზროთ ჩვენ ამ სიტყვებში? … არსებობს მრავალი განმარტება ამ სიტყვებისა წმინდა მამათაგან თუ სხვადასხვა საერო მასწავლებელთაგან, მაგრამ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის განმარტება ვფიქრობ ზედმიწევნით ზუსტად წარმოაჩენს მის სულიერ შინაარსს. წმინდა მამა განმარტავს, რომ ამით ჩვენ უფალი გვეუბნება, იმას რომ ის “ ვინც არ მიიღებს ჩემსა სწავლასა და სჯულს, ვინც არ არის მოზიარე და თანახმა ჩემი აზრის, იგი არის ჩემი მტერი: ასევე, რომელიც მიიღებს ჩემს სწავლას და არ აღასრულებს მას, და არ შეეცდება, რომ შეიძინოს და გაამდიდროს თავისი თავი სათნოებებით, რომელთაც მე ვასწავლი, იგი წახდება სულიერად და გაღარიბდება”…
...ვფიქრობ რა ამ სიტყვებზე, სხვადასხვა აზრებთან ერთად, ჩამესმის თანამედროვე ადამიანის ყველაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამპარტავნული და ალბათ ღვთისათვის არმოსაწონი შეკითხვა: “რა… ქრისტიანი ვინც არაა, ყველა დაიღუპება?”… ამას ამბობენ ძირითადად ურწმუნო ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ მორწმუნეთაგანაც, უფრო სწორად მცირედმორწმუნეთაგან გავიგონებთ ხოლმე მსგავსს შეკითხვებს… გასაგებია, რომ ადამიანისათვის ძალიან ძნელია ძალით ირწმუნო ანდა ძალით შეიყვარო… რადგან ეს ისეთი გრძნობებია ადამიანის სულში, რომელსაც ვერ შეეხები, მაგრამ ვინც უკვე მონათლულია და მეტნაკლებად საეკლესიო სინამდვილეში ერკვევა, მას არა აქვს უფლება ასე ფიქრობდეს და ამგვარ შეკითხვებს სვამდეს… ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანმა აღვირი უნდა ამოსდოს მის აზროვნებასა და ფიქრებს… რატომ?..
ღვთისაგან დალოცვილო! რა გაიძულებს იფიქრო, რომ ქრისტეს გარეშე არსებობს გადარჩენა? რა გაიძულებს იფიქრო რომ, ქრისტეს გარეშე ვინმე ცხონდება? მაშ ქრისტე ჯვარსეცვა ტყუილად..? შენთვის? მაშ ტყუილად ეწამნენ ქრისტეს გულისთვის წმინდანები? მაშ რაღა საჭიროა ეკლესია თუ კი გგონია რომ მის გარეშეც არსებობს გადარჩენა -ხსნა… და ჭეშმარიტად! როცა ამბობს უფალი, რომ ის “ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა” სრული სიმართლეა…
თუ არა გაქვს სწორი გულისხმიყოფა ან დაიბენი, ითხოვე უფლისგან და მოგეცემა, ამას ამბობს იაკობ მოციქულიც თავის ეპისტოლეში: “უკუეთუ ვინმე თქვენთაგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან,” და მოგმადლებს სიბრძნეს არ დაგაყვედრებს…
“ ამიტომ გეუბნებით თქვენ” ამბობს უფალი: “ ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. “ სწორედ როდესაც ეჭვის თვალით შეხედავ ღმერთის ამ უდიადესს და უაღმატებულესს მსხვერპლს- ღვთის განკაცებას და ქრისტეს ღვთაებრივ ღვაწლს დედამიწაზე, რომელიც მან გაიღო ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად … შენ ნებით თუ უნებლიედ, სულიწმიდის გმობაში ჩავარდები… (ღმერთმა დაგვიფაროს!)
თქვენ იცით, რომ ყველა ცოდვა შეიძლება მიეტევოს ადამიანს, თვით უსაშინლესი და უსაძაგლესი ცოდვებიც კი, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება ადამიანს არასდროს… მაგალითად; თვითმკვლელობა, რაშიდაც მეტნაკლებად შეიძლება ვიგულისხმოთ ნარკომანია და ლოთობა, ღვთის მცნებების დარღვევა, არა სისუსტის გამო, არამედ წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებით… და რაც უკვე ზემოთ ვთქვით, სულიწმიდის გამომხსნელობითი საღვთო მოქმედებების უარყოფა..
“ ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.” ეს იმიტომ თქვა, მაცხოვარმა მაშინ რომ ებრაელებმა ჯერ ბოლომდე არ იცოდნენ, ღვთის მეორე ჰიპოსტასის განკაცებისა და მისი ღვთაებრივი ქმედებების შესახებ, ხოლო სულიწმიდის ქმედებანი კი მათ ძველი აღთქმის პერიოდშიც ჰქონდათ ნანახი და შეცნობილი…
მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სხვადასხვანაირია ღვთიური მიმტევებლობა და ადამიანური მიმტევებლობა… თქვენ გახსოვთ, როდესაც დავით წინასწარმეტყველმა შესცოდა, ცოდვათა გამოსასყიდათ მას მიეცა არჩევანი ან ღვთის სასჯელი მიეღო ან ადამიანის მსჯავრი მიეღო და მან აირჩია ღვთის სასჯელი, რადგანაც იცოდა რომ უფალი უფრო მეტად მოწყალე იქნებოდა… დიახ, ადამიანები ხშირად დაუნდობლები ვართ ერთმანეთის მიმართ… და ხანდახან იმას რასაც შენ ღმერთი გპატიობს, ადამიანი არ გპატიობს…
“ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.“
როგორც ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა, ასევე ღვთის სული - სულიწმიდა, ღვთის სიტყვითვე - ძით შეიცნობა… ასევე ადამიანთა მოდგმაც თავისი საქმეებით შეიცნობა… და იცის რა უფალმა ადამიანთა საქმენი კიდევ უფრო მძაფრად შეაგონებს მათ, რათა მათ გაყინულ გულებში ღვთაებრივი ცეცხლი დაინთოს. . . - “იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. “
იქედნე არის ქვეწარმავალი, ისინი როცა იბადებიან საკუთარი დედის მუცელს გამოჭამენ და ისე გამოდიან.. ამას მიმართავს იმ უგულისხმისყოფო და უმადურ ადამიანებს, რომელთაც საკუთარივე ბოროტება სჭამთ შიგნიდან… რომელთაც რომ დაინახეს მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაული - ეშმაკეულის განკურნება, თქვეს რომ ეშმაკის მთავრით განდევნისო ეშმაკებს… მათ არ შეუძლიათ კეთილი სიტყვა თქვან.. რადგანაც გულში რაც ააქვთ ის ააქვთ პირზე… თქვენ გინახავთ ვინმეზე ან რამეზე გაღიზიანებული ადამიანები რომელნიც თავიანთ შეფასებებში დაუნდობლად ამკობენ ერთმანეთს ხოლმე სხვადასხვა უწმაწური სიტყვებით… და სწორედ იმ დროს როდესაც ისინი ვინმეს უწოდებენ მაგალითად, (შენდობას ვითხოვ და) “ნაგავს” … შესაძლოა, სწორედაც რომ თვითონ იყვნენ ისეთები…
რადგან …“კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. “ ამიტომაც უნდა იყოს ჩვენი სასმენელნი გამზადებულნი კეთილი სიტყვის - ღვთის სიტყვის შესასმენად, ამიტომაც უნდა იყოს ჩვენი ბაგენი გამზადებულნი კეთილი სიტყვის აღმოსათქმელად… რადგანაც ყოველი თუნდაც უმისამართოთ წარმოთქმული სიტყვისთვის “ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. “ … “ვინაიდან” -დაწერილია “სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო “…
ცოტა არ იყოს მძაფრი ქადაგება გამოგვივიდა დღეს, მაგრამ როგორც მარილის სიმლაშე ინახავს ხორცს გაფუჭებისგან, ისე მკაცრი შეგონებაც ხანდახან სულს იცავს სხვადასხვა უკეთურობებისგან… ღმერთმა დაგლოცოთ და განგიმტკიცოთ რწმენა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი! ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით, იღუმენი იოანე+ 2011 წელი შაბათი 6 გვისტო
Thursday, August 11, 2011
ათონის მთა, ფილოთეოს მონასტერი, 2007 წლის 26 ნოემბერი. ჩემი მფარველი წმინდის იოანე ოქროპირის ხსენების დღე.
ქორკანდელი (მრავალტოტიანი სასანთლე)
საეკლესიო წესგანგებით კვირა დღეებსა და სადღესასწაულო დღეებში ღვთისმსახურებისას ტაძრებში ანთებენ ყველა კანდელს, მათ შორის ქორკანდელსაც, რომელიც ჰკიდია ტაძრის შუაგულში, გუმბათის ქვეშ. ქორკანდელი სიმბოლურად განასახირებს ღვთაებრივ ნათელს, რომელიც ცათა სასუფეველში ანათებს მართალთა სავანეს. ანთებულ სანთელთა სიმრავლე კი, როგორც თანავარსკვლავედი, ასევე განასახიერებს ზეციურ ეკლესიას, სულიწმიდით გაბრწყინებულ ადამიანებს - წმინდათა კრებულს, რომელნიც აღტრფობილნი არიან ღვთაებრივი სიყვარულით... ზოგიერთ ქორკანდელს ბოლოში, ანუ ქვემოთ აქვს ქრისტე მაცხოვრის მაკურთხეველი მარჯვენის ხატება, რომელიც აკურთხებს მიწიერ ეკლესიას, ასევე მასში უნდა ვიგულისხმოთ შემოქმედის მარჯვენა, რომლითაც მან შექმნა ეს სამყარო...
დღევანდელ საეკლესიო ღვთისმსახურების პრაქტიკაში ქორკანდელი
უმეტესად გამოიყენება მონასტრებში (ძირითადად ათონის მთაზე)... როდესაც ქორკანდელის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში ღვთისმსახურნი მას ატრიალებენ წრიულად... რათა მორწმუნენი, გარკვეულწილად აღამაღლონ, გონების თვალით, ზეციურ ეკლესიამდე...
აქვე მინდა რომ ძალიან მოკლედ, გაგიზიაროთ თქვენც, 2007 წლის ნოემბერში, ჩემი, ათონის მთაზე მომლოცველობისას, განცდილი პირველი შთაბეჭდილება...
ათონის მთაზე, თითქმის ყველა მონასტერში, ღამისთევის მსახურებები იწყება დაახლოებით შუაღამის 3:00 საათზე და გრძელდება დილის 8:00 საათამდე ან უფრო მეტ ხანს...
ყველა მონასტერში მსახურების დაწყებას გვატყობინებს ზარების რეკვა ან კანკური - ფიცრის სარეკელი, რომელიც მოგვაგონებს ქრისტე მაცხოვრის მილურსმნვნას ჯვარზე, ან კიდევ საგანგებოდ დადგენილი მორჩილი, რომელიც აკაკუნებს თითოეული მონაზვნის კარზე, რითაც გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს სახარებიდან: “იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს“ …
ღვთის მადლით და წყალობით წმ. იოანე ოქროპირის ხსენების დღეს 26 ნოენბერს, აღმოვჩნდი ფილოთეოს მონასტერში, ერთერთი მკაცრი ტიპიკონოს მქონე სავანეში. მონასტრის სიწმინდეთსაცავში დაცულია მრავალი წმინდის უხრწნელი წმინდა ნაწილები, მათ შორის იყო დაცული წმ. იოანე ოქროპირის უხრწნელი ხელის მტევანი, რომელიც იმ დღეს გამოაბრძანეს თაყვანისსაცემად. საოცარი მსახურება აღევლინა გალობით და ფსალმუნებით, თითოეული ბერი მსახურებისას თითქოს დროისა და სივრცის მიღმა იმყოფებოდა, ისინი თითქოს არამხოლოდ მსახურობდნენ, არამედ ეს იყო მათი სუნთქვა, მათი გულისცემა, მათი ცხოვრება... ყოველი მათი მოქმედება და მოძრაობა იყო გაჯერებული, რაღაც, საღვთო სიმსუბუქით... არანაირი დაღლა და არანაირი მოწყენილობა არ დაგეუფლებოდა ამ საკმაოდ ხანგრძლივ მსახურებაზე... ეს იყო ჩემთვის ერთერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში... ეს იყო დღე როდესაც მივხვდი რომ ნამდვილი ლოცვა არ არის მხოლოდ მოვალეობა ჩვენი, არამედ ეს არის ჩვენი სიცოცხლის არსი და წყარო, რომელიც არ მოგბეზრდება არასდროს...და რომელი სულიერი მდგომარეობაც ყოველთვის უნდა ვეძიოთ ჩვენში...
Tuesday, August 9, 2011
კალიფორნიის ქართულ სამრევლოებს
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა თქვენდამი ჩემმა სიყვარულმა და პირიქით თქვენმა სიყვარულმა ჩემს მიმართ... უკვე მესამე წელია ჩვენი პატრიარქისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ვიმყოფები თქვენთან და შეძლებისდაგვარად ღვთის მადლით და წყალობით ვემსახურები ქრისტეს და თქვენ. . .
ჩვენ უკვე მეტნაკლებად გავიცანით ერთმანეთი, განვვლეთ ერთად განსაცდელებიც და ლხინის დღეებიც...
საოცარი საიდუმლოა და გრძნობაა მღვდლობა, რომელიც თავის თავში მამობასაც და შვილობასაც შეიცავს ერთად...ამით მინდა ის ვთქვა, რომ ამ ხნის მანძილზე, მე თითქოს, ხან თქვენი მამა ვიყავი და ხან კიდევ, თითქოს თქვენი შვილი... როდესაც ვგრძნობდი ჩემს მამობას, მაშინ ვფიქრობდი რომ თავს გავწირავდი თქვენთვის, ნებისმიერ დროს, დაგიცავდით და დაგიფარავდით ყოველგვარი ბოროტებისგან... სულს დავდებდი თქვენი გულისთვის! - ხოლო როდესაც ვიძლეოდი ხოლმე ამასოფლის რაიმე ცდუნებისაგან და სულიერად სუსტად ვიგრძნობდი თავს, მაშინ თითქოს თქვენი შვილი ვიყავი, რომელსაც მშობელი ყველაფერს პატიობდა... J რისთვისაც გმადლობთ სიმდაბლით..
...ძალიან მახარებდა ის, რომ თქვენ, კარდაკარ, დამყვებოდით ყველგან, სხვადასხვა ტაძრებში სალოცავად, იქ სადაც კი ღვთისმსახურების ჩატარების საშუალებას გვაძლევდნენ... და მიხარია, რომ ეს დღესაც ასეა... ვწუხვარ იმაზე რომ აღსარებისა და ყოველკვირეული ზიარების საკითხები ისევ წაიფორხილებს ჩვენში... ნუ გეშინიათ! სინანულის კარი ღიაა..! საიდანაც ღვთისაკენ მიმავალი გზა იწყება...“…ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ.; ნუ დაფრთხები რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელიც გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით.” - ამბობს უფალი..
“მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო”.. ...მაშვრალნო შრომით და განსაცდელებით... და ტვირთმძიმენო ცოდვებით და წუთისოფლის ამაოებით... და მე განგისვენებთ თქვენ, მე შეგეწევით თქვენ და გაგაძლიერებთ თქვენ...
..რა ბედნიერებაა.. ღვთის სახლში დამკვიდრება... ამას გაიგებს, ის ვინც სიყვარულს მიელტვის... ეს ცხოვრება ჩაივლის მალე დიდი ხმაურით და დადგება დიდი სიმყუდროვე, რომელიც არასდროს არ იქნება მოსაწყენი...
ჩვენ კი ვიაროთ ერთად ღვთისაკენ... სიყვარულისკენ და ვერავინ მოგვერევა ვერასდროს...
ღვთის წყალობა და სიხარული გამრავლდეს თქვენში და სიყვარული წინა-გიძღოდეთ თქვენ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,
თქვენი მსახური ქრისტეში იღუმენი იოანე+
Sunday, July 24, 2011
The Sermon at the St. John The Baptist Serbian Orthodox Church on 6th week after Pentecost

Today’s Gospel’s reading is about how Jesus healed paralyzed man.. we already know that Jesus had healed many people and he had performed many miracles at that time… but today’s reading also shows us fallen humanity’s views and values in our daily life…
So once again, let’s cast a glance at today’s gospel’s reading…
“Jesus stepped into a boat, crossed over and came to his own town.” - as you already know Jesus’ own town is Capernaum, which served as his headquarters - “ 2 Some men brought to him a paralyzed man, lying on a mat. When Jesus saw their faith, he said to the man, “Take heart, son; your sins are forgiven.” … what do we see here? First of all ..That the faith is indispensable condition for salvation, and faith is collective as well as personal, for the faith of the paralyzed man’s friends is required for his healing…
“..son, your sins are forgiven..” these words are the most desired words to hear by God’s mouth for everyone… and especially for the man who was paralyzed and who has been tortured for a long time… but Look! What some people said, who were gathered around him, not to listen and get to know him… but only to judge him and only catch him in wrong teachings…
“At this, some of the teachers of the law said to themselves, “This fellow is blaspheming!”…
how honorable and responsible is to carry a name of a teacher… and especially “teachers of the law” … I won’t tell you, historically … who were they or what kind of persons they were… (I believe that you already know about it…) but I’d like to direct your thoughts.. for a second.. to the title: “teachers of the law”… who has the right to teach? First of all he who has learned and has education and who communicates easily with people... who is attentive about the inner meaning of teaching… and who is attentive to inner meaning of the law… all the rules of divine law… is for kindness of humanity,…and is for the well-being of people… God doesn’t need our rules only for rules… God needs our love… because we are the part of this love… and by helping each other we’re trying to achieve this love… that’s why when Jesus saw a faith – a fruit of love in this paralyzed man, he healed him…
but when man without observation, impatiently discussing and saying things, shows us how external and empty his soul is…
if we look more deeper in these words: “This fellow is blaspheming!”…
… we will see the roots of where it came from… it’s one of the most detrimental emotions in a human being.. when you are in trouble, when you see your neighbor – friend is happy and triumphant… we call it envy..!! this feeling is destroys a man.. it corrodes him from the inside. Unfortunately almost every man has this sense inside their selves more or less… only a humble man doesn’t have this feeling. If we discover even a little bit of envious feeling in our hearts, we must reject it immediately…
“Knowing their thoughts, Jesus said, “Why do you entertain evil thoughts in your hearts?” – truly the evil thought is envy too… 5 Which is easier: to say, ‘Your sins are forgiven,’ or to say, ‘Get up and walk’? 6 But I want you to know that the Son of Man has authority on earth to forgive sins.” So he said to the paralyzed man, “Get up, take your mat and go home.” 7 Then the man stood up and went home. 8 When the crowd saw this, they were filled with awe; and they praised God, who had given such authority to man.”
In this part of gospel’s reading we see three signs of Jesus’ divinity;
1) that he knows the secrets of hearts;
2) that he grants the forgiveness of sins, a power which belongs to god alone; and
3) that this healing is perfomed merely by the power of his word.
So lets lift up our hearts and minds and be attentive with our thoughts and our inner life because God is watching us!!!
May God Bless You!!!
in Christ,
Hegumen Ioane+
Monday, July 18, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)










