Tuesday, March 18, 2014

წერილი ჩემს შვილს 3

ჩემო საყვარელო შვილო, შენმა ბერად აღკვეცის ამბავმა არც ძალიან დამამწუხრა და არც ძალიან გამახარა. ჰო.., ასე რთულადაა საქმე.. მაგრამ რადგან შედექი ამ გზაზე, გლოცავ.. უფლის იყავი…!!! ჩემი წარმოდგენით, ბერობა - არის უმწვერვალესი სულიერი მოღვაწეობა, რომელსაც საფუძვლიანად, ყოველთვის მცირედნიღა თუ "ახერხებდნენ".. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც უნდა ცხოვრობდე სოფელში და ამავე დროს, არ უნდა იყო ამა სოფლის… დასაწყისშივე მინდა გირჩიო და გთხოვო, რომ არ გახსნა "facebook account"-ი; "Twitter"-ი; "Одноклассник"-ები და სხვ. რადგან რაც კი სათნოება გაქვს ღვთისაგან ნაბოძები, სოციალურ ქსელში დაასამარებ.. სინამდვილეში ვირტუალური გახდები და ვირტუალურში ნამდვილი… ადრეც მითქვამს და ახლაც გეტყვი, რომ არასდროს არ ჩაერიო პოლიტიკურ საკითხებში, არასდროს არ გამოიდო თავი ვინმეს პოლიტიკის მხარდაჭერით, როგორც ამას ზოგიერთი მღვდელი აკეთებს.. ამგვარი, განცხადებებით: "დღეს მეც უგანდელი ვარ!!!" ; "დღეს ჩვენ ყველა ზიმბაბველი ვართ" ან "ყველა ბრუსლები ვართ!!!" "ყველა ზინედინ ზიდანები ვართ" "თანადგომა ჩვენს უსაყვარლეს ალეუტებს" და .შ. .. იყავი მშვიდი, მლოცველი და თავდაჭერილი… შენი ცოდვები იგლოვე გულში… შენი თავის შეცნობისკენ წარმართე გზა შენი ფიქრების... შენი საქმე სულიერი მოღვაწეობა უნდა იყოს, სულის ხსნაზე უნდა იფიქრო, იშრომო… არ ესწრაფო ხალხმრავლობებს არასდროს, წვეულებებს, ზეიმებს, საერო სანახაობებს,… თუ კი ვინმე მოვა შენთან, მოერიდე რჩევების მიცემას, შენზე გამოცდილთან გაუშვი და უფალს შეავედრე მისი სული… გახსოვდეს.. შენ ხარ მარილი ამასოფლისა და ნუ შეეცდები ენატკბილადმოუბრობას… რეალობა სულაც არაა ტკბილი ამ ცისქვეშეთში… გთხოვ, მონასტერი არ დატოვო ხშირად, თუ კი ამის აუცილებელი პირობა არაა.. აბა გლოცავ კიდევ ერთხელ; უფალი წინაგიძღოდეს!!! მოგწერ.. სიყვარულით შენი მამა P.S. გთხოვ მოიხსენო შენს ლოცვებში სირიაში განსაცდელში მყოფი ქრისტიანები ჩვენი ძმები და დები, რომელნიც ქრისტეს გულისთვის ეწამებიან ჩვენს დროში… P.P.S. გთხოვ ასევე, რომ ბევრი ტკბილი არ ჭამო და არც ძალიან მარილიანი.. P.P.P.S. და კიდევ.. მღვდელ-მონაზვნად თუ გაკურთხეს, ერში არ იმსახურო..