Thursday, August 21, 2014
რომ სიყვარული სჯულის აღსრულებაა
“...რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ მიხვდეს "ქრისტიანი",
რომ ჯვარცმულის "სისუსტე", ჯვარმცმელთა "ძლიერებაზე" მაღლა დგას, რომ შემწყნარებლობა სისასტიკეზე მაღლაა, რომ წყალობა სამართალზე,
სიხარული მწუხარებაზე,
თანალმობა გულგრილობაზე,
ნუგეში სასოწარკვეთაზე,
გლახაკთმოყვარეობა მდიდართმოყვარეობაზე,
უბრალოება დიდებისმოყვარეობაზე,
უპოვარება ვერცხლისმოყვარეობაზე,
პატიოსნება მექრთამეობაზე,
სიცოცხლე სიკვდილზე
და რომ აღდგომა თვით სიცოცხლეზე მაღლაა…
რომ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი სჯულზე მაღლა დგას… ?!!
ქრისტეზე მეტმა ვინღა უნდა გვითხრას ეს ჩვენ..?!
დაარღვიეთ!!! ..დაარღვიეთ და გადაყარეთ ძველი ტიკები "მორწმუნენო”!!! და ჩაასხით სუფთა ღვინო ახალ ტიკებში... და ნუღარ მიუჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს ცრუდ და ფლიდურად … და შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც დედებს უყვართ შვილები.. როგორც ქრისტეს უყვარს ადამიანი… როგორც იოანეს უყვარს ღმერთი - ჯვარცმული ჩვენთვის…
ამით "სცნან წარმართთა" რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ, ამით "სცნან ყოველთა" რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!!!”
ნუ შეშინდებით!!! უფალი ჩვენი ქრისტე ღმერთია!!!
მღვდელი დევიდ ლინდგრენი
წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია
ანაჰაიმი, კალიფორნია 2014
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment